საერთაშორისო დღეები თსა-ში
2019-06-03

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას 29-31 მაისს, საერთაშორისო დღეების ფარგლებში უცხოელი კოლეგები სტუმრობდნენ. პროფესორმა ალან კალოეფმა (ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი, სანკტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი) თსა-ს სტუდენტებს წაუკითხა ლექცია - „ცსნ-ის დაავადებათა მოდელირება Danio Rerio-ს სახეობის თევზებში“. კლინიკა „ასუტა“-ს (ისრაელი) ანესთეზიოლოგი, ირაკლი კილაძე, სტუდენტებს ესაუბრა ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიცაა „პაციენტი, ექიმი, საზოგადოება“. კლინიკა „ვოლფსონი“-ს (ისრაელი) სამშობიარო ნაწილის ანესთეზიოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელმა, სიმონ იაკობაშვილმა, კი წაიკითხა ლექცია თემაზე „მჟავა ტუტოვანი წონასწორობა“. გაიმართა შეხვედრები თსა-ს პერსონალთან და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.