ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე
2019-09-03

ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე
შპს პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას შემდეგ სარეზიდენტო პროგრამებზე:  
რადიოლოგია (2 მაძიებელი)
დერმატოვენეროლოგია - 2 მაძიებელი

მოთხოვნები რეზიდენტურაში მისაღებად
ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა ან შესაბამისი ცნობა
წარმოსადგენი საბუთების სია:

  • CV
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის დედანი და ასლი
  • უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამთავრების დიპლომის დედანი და ასლი
  • დიპლომის დანართის ასლი
  • ორი ფოტოსურათი (3x4)

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2019 წლის 5 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით.
ჩარიცხვა მოხდება მაძიებლის მიერ მიღებული ქულების,   სპეციალობასა და ინგლისურ ენაში ტესტირების შედეგების საფუძველზე, მსურველთა საბუთების მიღება შესაძლებელია მისამართზე: თბილისი, ქეთევან წამებულის გამზ., 51/2, მესამე სართული (ანატომიის კაბინეტი), დილის 11 საათიდან 17 საათამდე (შესვენება 13-დან 14 საათამდე). ტელეფონი - 599 29 83 48 (დოდო სოხაძე)