მსოფლიო ანტინიკოტინური დღე “Go Green Not Sick”.
2017-05-31

31 მაისს, მსოფლიოს ანტინიკოტინური დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მედიკოს სტუდენტთა ასოციაციის (IFMSA) ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის გიორგი კიკვაძის ინიციატივით ჩატარდა სოციალური პროექტი სახელწოდებით: “Go Green Not Sick”.
პროექტის ფარგლებში, პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემიის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტების მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა აქცია, სადაც კომიტეტის წევრებმა მწეველებს სიგარეტის ნაცვლად შეთავაზეს ქოთნის ყვავილი. დღის ბოლოს, აქციის დასრულების შემდეგ კი თსა-მ უმასპინძლა საჯარო ლექციას თამბაქოს ზეგავლენის თაობაზე ცნობიერების ამაღლების მიზნით. საჯარო ლექციას გაუძღვა მედიცინის მაგისტრი, კომპანია „სოფარმას“ მარკეტინგის მენეჯერი, ქ-ნი ეთერ ბუნტური და წარმოადგინა კომპანიის საიმიჯო პროდუქტი „ტაბექსი“, რომელიც მწეველებს ნიკოტინდამოკიდებულებასთან ბრძოლაში ეხმარება.
პროექტი განხორციელდა პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის პატრონაჟითა და კომპანია „სოფარმას“ მხარდაჭერით.