მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!
პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს 5 ადგილს მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო პროგრამაზე - სამკურნალო საქმე.
- ელექტრონულ პორტალზე (students.emis.ge) რეგისტრაცია განხორციელდება 22 იანვრიდან - 5 თებერვლის 18:00 საათამდე;
- თსა-ში მობილობისთვის აუცილებელი წინაპირობაა სტუდენტს გადალახული ჰქონდეს 2019 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე არსებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შემდეგ საგნებში: ქართული ენა და ლიტერატურა - 40%; ზოგადი უნარები - 45%; უცხო ენა - 50%; ქიმია/ბიოლოგია - 45%;
- მობილობა განხორციელდება პირველიდან - მეექვსე სემესტრის ჩათვლით;
- სტუდენტმა, რომელიც პორტალზე მოიპოვებს თსა-ში მობილობით ჩარიცხვის უფლებას უნდა მომართოს თსა-ს დეკანატს განცხადებით და პირადი საქმის ასლებით 10 თებერვლიდან -13 თებერვლის ჩათვლით;
- მობილობის მსურველმა სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- სრული ზოგადი განათლების/ატესტატის ასლი;
- პირველი კურსზე ჩარიცხვის ბრძანების ასლი;
- წვევამდელის მოწმობის ასლი (ვაჟებისთვის);
- სრული ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან;
- ცნობა - შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან - ეეგ-ზე მიღებული ქულების შესახებ;
- სტუდენტის სტატუსთან დაკავშირებით გამოცემული ყველა ბრძანების ასლი/ამონაწერი.
- მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობის დადგენა, აღიარებული კრედიტების სტუდენტებისთვის გაცნობა/თანხმობა 19 თებერვლის ჩათვლით.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 2912484 ან მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: tma@tma.edu.ge