ინფორმაცია რეზიდენტურაში მიღებაზე
2020-02-07

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია აცხადებს მიღებას სარეზიდენტო პროგრამაზე - რადიოლოგია (1 მაძიებელი)
რეზიდენტურაში მიღება მოხდება ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან შესაბამისი ცნობის საფუძველზე. პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა განცხადებების მიღება განხორციელდება 2020 წლის 11 თებერვლიდან 18 თებერვლის ჩათვლით.

წარმოსადგენი საბუთების სია:
1. CV
2. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დასრულების დიპლომის ასლი
3. პირადობის მოწმობის ასლი
4. ორი ფოტოსურათი (3x4)
5. მაძიებლის მოწმობის ასლი

ჩარიცხვა მოხდება მაძიებლის მიერ მიღებული ქულების მიხედვით.
საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ქეთევან წამებულის
გამზ., 51/2, მე-3 სართული, ოთახი 311
ტელეფონი - 599 51 85 80, 599 29 83 48 (11.00-17.00, შესვენება - 13.00-14.00).