თსა-ს სტუდენტთა საყურადღებოდ!
2020-02-20

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში აცხადებს შიდა მობილობას შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
„სამკურნალო საქმე“ და „ინგლისურენოვანი მედიცინა“.
განცხადებების მიღება იწარმოებს: 20 თებერვლიდან - 25 თებერვლის ჩათვლით.
კრედიტების აღიარება, სტუდენტებისთვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და შესაბამისი ბრძანების გამოცემა: 28 თებერვლის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მედიცინის სკოლის დეკანატს.