განცხადება!
2020-03-01

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ასევე, სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 2 მარტის ნაცვლად 16 მარტს დაიწყება. ამასთან, თსა-ს სასწავლო კორპუსში ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.