სამკურნალო საქმე

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 1992 წლიდან წარმატებით ახორციელებს ერთსაფეხურიან ქართულენოვან საგანმანათლებლო პროგრამას - სამკურნალო საქმე.
ერთსაფეხურიანი საგამანათლებლო პროგრამა - „სამკურნალო საქმე,“ შექმნილია ეროვნული დარგობრივი მახასიათებლის, WFME-ის  და CanMED-ის სტანდარტების შესაბამისად ეროვნული მოთხოვნების გათვალისწინებით და დაფუძნებულია კრედიტების ტრანსფერისა და დაგროვების ევროპულ სისტემაზე(ECTS).    
პროგრამა მიზნად ისახავს დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას საზოგადოებაში თანამედროვე ექიმის როლისა და კომპეტენციების გათვალისწინებით - მათ აღჭურვას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი  მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნით, კომუნიკაციური, კლინიკური, კვლევითი, სოციალური და თვითანალიზის  უნარებით, სამედიცინო პრაქტიკის შესაბამისი მაღალი ეთიკური და მორალური ღირებულებებით, რაც უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა მაღალ პროფესიონალიზმს და წარმატებულ მოღვაწეობას როგორც ეროვნულ ჯანდაცვის სისტემაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.
საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა არის  6 წელი. პროცესი სამ ფაზად არის წარმოდგენილი:

  • • საბაზისო, ქცევითი და სოციალური მეცნიერებები (სწავლის I-III წლები)
  • • კლინიკური მეცნიერებები  (სწავლის IV-V წლები)
  • • ზოგადი სპეციალიზაცია (სწავლის VI წელი)

კურიკულუმი განახლებულია სწავლის შედეგზე/კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლების კონცეფციის მიხედვით, შესაბამისად კურიკულუმის სტრატეგია მოიცავს ინოვაციურ მიდგომებს: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების( აქტიური მეთოდების) გამოყენება(TBL,CBL), სხვადასხვა ბაზისური და კლინიკური დისციპლინების ინტეგრირება, ელექტიური კურსები, კურიკულუმგარეშე აქტივობები და ა. შ. სწავლების პროცესში გამოიყენება თანამედროვე სწავლებისა და შეფასების მეთოდები, რომლებიც უზრუნველყოფენ  სტუდენტების კონტაქტს კლინიკურ გარემოსთან სწავლების ადრეული ეტაპიდან, კლინიკური აზროვნების, თვითანალიზის(რეფლექსიის),  პრაქტიკული და კვლევითი უნარების გამომუშავებას, სოციალური როლის გათავისებას  და სწავლის დასრულებისას პროგრამით გათვალისწინებული კომპეტენციების მიღწევას.
სწავლების პროცესს უზრუნველყოფს მაღალფროფესიონალური და თანამედროვე სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის მოთხოვნების შესაბამისად დატრენინგებული აკადემიური და მოწვეული პერსონალი და თსა ადმინისტრაციის ძალისხმევით მოდერნიზებული ინფრასტრუქტურა. კლინიკური დისციპლინების სწავლება ხდება თსა-თან აფილირებულ კლინიკებში.
აკადემიაში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო/კვლევითი ლაბორატორია, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი, ბიბლიოთეკა, ვირტუალური სწავლების ლაბორატორია,   საკონფერენციო დარბაზები და აუდიტორიები, კაფეტერია და სარეკრიაციო ზონა.

წარჩინებული სტუდენტები თავისუფლდებიან შემდეგი სემესტრის გადასახადისაგან და მათთვის განსაზღვრულია სხვა მრავალმხრივი წახალისება.

სწავლების ხანგრძლივობა:

6 წელი (12 სემესტრი)

სწავლების ენა:

ქართული

სულ ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა

360

სემესტრის განმავლობაში ასათვისებელი კრედიტების რაოდენობა:

30



სავალდებულო საგნები:

  • ქართული ენა და ლიტერატურა
  • ინგლისური ენა
  • ბიოლოგია

არჩევით საგნები:

  • ქიმია
  • ფიზიკა
  • მათემატიკა