რეგისტრაცია

გილოცავთ თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩაბარებას და გისურვებთ საინტერესო და ნაყოფიერ სტუდენტურ ცხოვრებას!

რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულად.  სარეგისტრაციო ბმული გააქტიურდება 6 სექტემბრიდან რეგისტრაციის მსურველებმა ელექტრონულად უნდა ატვირთონ და შემდგომში აკადემიაში წარმოადგინონ

რეგისტრაციის დროს პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ საფოსტო მისამართზე
it@tma.edu.ge

შემდეგი დოკუმენტები:

  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) ნოტარიულად დამოწმებული ასლი
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ფოტოსურათი (3x4) და მისი ელექტრონული ვერსია;
  • სამხედრო მიწერის მოწმობის ან აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ვაჟებისთვის);
  • გადახდის ქვითარი

მოსამზადებელი კურსი

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ბიოქიმიის პროგრამის უკეთ დაძლევის მიზნით განხორციელდება პირველკურსელთა სავალდებულო მოსამზადებელი  6 დღიანი კურსი ქიმიაში.

ჩატარების თარიღი: 2021 წლის 13-18 სექტემბერი

კურსის განმახორციელებელი - სულიკო ბილისეიშვილი MD.

კურსი წარიმართება დისტანციურ რეჟიმში.

 

დაფინანსება:

თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტს სთავაზობს ორი ტიპის შიდა დაფინანსებას:

1. სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტი პირველი აკადემიური წლის (I-II სემესტრი) მანძილზე თსა-ს მიერ ფინანსდება სახელმწიფო გრანტის ოდენობით.

  • 50 % _იანი გრანტის მფლობელს  სახელმწიფო აფინანსებს  - 1125 ლარით და თსა -  1125 (50%) ლარით , შესაბამისად პირველ აკადემიურ წელს  სტუდენტი გადაიხდის 4000 -1125 -1125 = 1750 ლარს.
  • 70 %-იანი გრანტის მფლობელი სახელმწიფოსგან ფინანსდება 1575 ლარით და თსა მას ასევე 1575 (70%)  ლარით აფინანსებს, შესაბამისად პირველ აკადემიურ წელს  სტუდენტი გადაიხდის 4000-1575-1575 = 850 ლარს.
  • 100%-იანი გრანტის მფლობელი სტუდენტი თავისუფლდება გადასახადისგან.

შემდეგ აკადემიურ წლებში  სტუდენტი სწავლის გადასახადს დაფარავს მოპოვებული სახელმწიფო გრანტის შესაბამისად: 

50%-იანი გრანტის მფლობელი  - 4000 -1125 = 2875 ლარს 

70 %-იანი გრანტის მფლობელი - 4000 -1575 = 2425 ლარს

100 %-იანი გრანტის მფლობელი - 4000 -2250 = 1750 ლარს


2. სტუდენტი, რომლის აკადემიური მოსწერება აღემატება  91%  და  აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა სოციალურ პროექტში  თავისუფლდება მომდევნო სემესტრის გადასახადისგან.

გრაფიკი:

თუ  სტუდენტი ვერ ახერხებს სწავლის საფასურის 50% -ის გადახდას  სემესტრის  დაწყებამდე და სურს დაყოს რამდენიმე ნაწილად შეუძლია ისარგებლოს  თსა-ს მიერ შეთავაზებული ფინანსური გრაფიკით.


თანხის დაფარვა შესაძლებელია  4 ეტაპად:

I ნაწილის დაფარვა -   რეგისტრაციამდე

II ნაწილის  დაფარვა -  2021 წლის 15 დეკემბრამდე

III ნაწილის დაფარვა -  II სემესტრის დაწყებამდე.

IV ნაწილის დაფარვა - 2022 წლის 15 მაისამდე

რეკვიზიტები

თანხის ჩარიცხვა უნდა განხორციელდეს შემდეგ საბანკო რეკვიზიტზე.

დასახელება: შპს პ.შოთაძის სახ. თბილისის სამედიცინო აკადემია
საქართელოს ბანკი- ნებისმიერი ფილიალი ბ/კოდი: BAGAGE 22
ანგარიშის ნომერი: GE09BG0000000624481701
დანიშნულება: სწავლის საფასური (მიუთითეთ სახელი, გვარი, კურსი და სემესტრი)