რესურსები

AMBOSS მოტივირებული ექიმთა გუნდის მიერ შექმნილი ინტერაქტიული რესურსია, რომელიც კითხვების ბანკთან შერწყმულ 2000-ზე მეტ სამედიცინო თემას მოიცავს. აღსანიშნავია, რომ კითხვების ბანკის 5000-მდე კითხვა კლინიკურ შემთხვევებზეა დაფუძნებული. ერთიან სივრცეში ყველა აუცილებელი რესურსის თავმოყრით AMBOSS უზრუნველყოფს სტუდენტებისათვის, ექიმებისათვის და მედიცინის სკოლებისათვის თანამედროვე სამედიცინო ცოდნის მიწოდებას.

AMBOSS არის საიმედო ციფრული სახელმძღვანელო, რომელიც ეფექტურად იყოს გამოყენებული როგორც ელექტრონული (e-Learning), ასევე შერეული (Blended Learning) სასწავლო პროცესის ფარგლებში.

პროგრამა Turnitin ინსტიტუციაში აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის განვითარებისათვის მნიშვნელოვან და ინტეგრალურ კომპონენტს და ამავდროულად კრიტიკული აზროვნებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარების განვითარების ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.