პ. შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია მიზნად ისახავს სტუდენტებისათვის საერთაშორისო ხარისხის განათლების მიწოდებას, ინტერნაციონალიზაციის და საერთაშორისო სასწავლო /კვლევით აქტივობებში ჩართვის მეშვეობით. თბილისის სამედიცინო აკადემია მიისწრაფვის დასავლური ინტეგრაციისაკენ, რაც თავის მხრივ, ამყარებს აკადემიის საერთაშორისო აკადემიურ რეპუტაციას.
თბილისის სამედიცინო აკადემიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სტუდენტთა განვითარებას სამეცნიერო კუთხით. სტუდენტებს ეძლევათ საშუალება, მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სიმპოზიუმებსა და კონფერენციებზე, მაქსიმალურად ჩაერთნონ სამეცნიერო აქტივობებში და განათლების ადრეული ეტაპიდანვე მიიღონ ფასდაუდებელი სამეცნიერო გამოცდილება.
თბილისის სამედიცინო აკადემია აკრედიტებული და აღიარებულია შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
გრანადას უნივერსიტეტთან, ვილნიუსის უნივერსიტეტთან, კლაიპედას უნივერსიტეტთან, ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯთან, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტთან, მაზარიკის უნივერსიტეტთან, გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც მოიაზრებს სტუდენტების და სასწავლო და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თითოეულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
პარტნიორები ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში
გრანადას უნივერსიტეტთან, ვილნიუსის უნივერსიტეტთან, კლაიპედას უნივერსიტეტთან, ლატვიის უნივერსიტეტის რიგის სამედიცინო კოლეჯთან, ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტთან, მაზარიკის უნივერსიტეტთან, გვაქვს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რაც მოიაზრებს სტუდენტების და სასწავლო და ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლას პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თითოეულ ხელშეკრულებაში განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
თბილისის სამედიცინო აკადემია ამაყობს არსებული პარტნიორობებით და მიისწრაფვის ახალი კავშირების დამყარებისაკენ.