2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტები



სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით მიმდინარე 2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსში პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის მონაწილეობით  დაფინანსდა ორი ერთობლივი პროექტი:

"საკვერცხის კისტის მუცინების მონაწილეობა სიმსივნის ზრდის ფაქტორ ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან და მის სუბერთეულებთან ჯვარედინად მორეაგირე IgG აუტოანტისხეულების წარმოქმნაში"
სულ უფრო და უფრო მეტი მონაცემი ამტკიცებს საკვერცხის სიმსივნეების მქონე პაციენტებში იმუნური გადარჩენის მექანიზმების არსებობას. მათ შორის არიან სიმსივნე - ასოცირებული და სიმსივნე-სპეციფიური, სიმსივნის ზრდის ფაქტორების საწინააღმდეგო აუტოანტისხეულები. გლიკოპროტეინული ჰორმონი ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ) და ჰორმონ-სპეციფიური β ჯაჭვი ასოცირებულია ისეთ ეპითელურ სიმსივნეებთან, როგორებიცაა შარდის ბუშტის, ფილტვების, პირის/სახის, მკერდის საშვილოსნოს ყელის, საკვერცხეების, საშოს, პროსტატის, თირკმელების და პანკრეასის კარცინომებთან. მიჩნეულია, რომ სიმსივნური უჯრედებისათვის აქგ-ს აუტოკრინული ზრდის ფაქტორის როლი აქვს. სამეცნიერო გუნდის წინა კვლევებით ნაჩვენებია, რომ საკვერცხის კისტის მქონე პაციენტების უმეტესობას, და არა საკვერცხის კარცინომების მქონე პაციენტებს, აქვთ IgG იზოტიპის აუტოანტისხეულები აქგ-სა და მისი სუბერთეულების მიმართ. შემდგომში, მათ ასევე მოვახდინეს იმის დემონსტრირება, რომ ეს აუტოანტისხეულები უმეტესწილად IgG2 ქვეკლასს მიეკუთვნება და როგორც ჩანს, ისინი ჯვარედინად უკავშირდებიან აქგ-სა და მისი სუბერთეულების გვერდით შაქრებს, თუმცა წარმოქმნილნი არიან სხვა გლიკოპროტეინების წინააღმდეგ. საკვერცხის კისტა წარმოადგენს სისხლის ჯგუფის მუცინების ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ წყაროს. სამეცნიერო გუნდის ვარაუდით, საკვერცხის კისტის მქონე პაციენტებში აღმოჩენილი დამცველობითი აუტოანტისხეულები აქგ-ს და მის სუბერთეულებს უკავშირდებიან ჯვარედინად, გვერდითი შაქრების მეშვეობით, მაგრამ წარმოქმნილნი არიან საკვერცხის კისტის მიერ წარმოებული სისხლის ჯგუფის მუცინების ოლიგოსაქარიდების წინააღმდეგ. პროექტი მიზნად ისახავს ამ ჰიპოთეზის შემოწმებას და კეთილთვისებიანი საკვერცხის კისტის მქონე პაციენტებში არსებული, ბუნებრივად გაჩენილი, აქგ-სა და მის სუბერთეულების მიმართ მიმართული, აუტოანტისხეულების ჯვარედინი საკვერცხის კისტის მუცინებთან დაკავშირების უნარის შესწავლას.

პროექტი "ეპიგენეტიკური ცვლილებების აღმოჩენა და მათი მნიშვნელობის გაცნობიერება ჰემატოლოგიურ პაციენტებში საქართველოში (რეგიონი, რომელიც დაზარალდა ჩერნობილის აფეთქების შედეგად)"
იმის მიუხედავად რომ გლობალურად სხვადასხვა ტიპის სიმსივნისგან გამოწვეული სიკვდილიანობა იკლებს, მრავლობითი მიელომის მართვა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება, ეს პრობლრმა გასნაკუთრებით მძიმედ დგას საქართველოში, რომელიც ჩერნობილის ბირთვული ენერგიის საწარმოს ინციდენტის ადგილიდან, რომელიც 1986 წელს მოხდა, მხოლოდ 1448 კილომეტრითაა დაშორებული. საკვები და სხვა პროდუქტები ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გავრცელდა საბჭოთა კავშირში შემავალ 15 რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოში. ამ ფაქტორებმა განაპირობა საქართველოს მოსახლეობის დასხივება დაბალი დონის რადიაციით. ჩერნობილის აფეთქების შემდეგ 10 წელიწადში გაიზარდა ჰემატოლოგიური ავთვისებიანი დაავადებების შემთხვევითობა დაზარალებულ რეგიონში, მათ შორის მრავლობითი მიელომა (MM). რადიაციის გავლენა დნმ-ზე საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ რადიაციას რნმ-ის პროცესინგის მექანიზმებში ცვლილებების შეტანით, რნმ-ის დაზიანებაც შეუძლია. სამეცნიერო გუნდის ხანგრძლივი ინტერესის სფეროს წარმოადგენს, მცირე დოზის რადიაციით დასხივების ფართო შედეგები ეპიგენეტიკური მექანიზმებით ტრანსკრიპტომის ცვლილებებზე, მათ შორის მისი ეფექტები რნმ-ის სპლაისინგზე ქართველ პაციენტებში (GE MM Pts) შემდეგი მიზეზების გამო 1) საქართველოს იმ რეგიონში, რომელიც მეტად დაზარალდა ჩერნობილის კატასტროფით, ფიქსირდება MM-ის მომატებული შემთხვევები. 2) გუნდის მიმდინარე კვლევამ, რომელიც ტრანსკრიპტომების ცვალებადობის მონიტორინგს ახორციელებს, გამოავლინა სპლაისინგის ცვლილებების ძლიერი გავლენა MM-ის კლინიკურ შედეგებზე. 3) კიბოს რნმ-ის სპლაისინგთან დაკავშირება არის ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა, რომელიც გაკეთდა კიბოს გენომის სექვენსის პროექტიდან. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად 1) მოხდება რნმ-სიქვენსის მახასიათებლების იდენტიფიცირება GE MM პაციენტებში და 2) დადგინდება შეცვლილი სპლაისინგის მიზეზები ამ პაციენტებში. ამ შედეგებზე დაყრდნობით და პროექტით დადგინდება სპეციფიკური გენეტიკური ცვლილებები ქართველ MM პაციენტებში და იდენტიფიცირდება ახალი ბიომარკერები და სამკურნალო სამიზნეები, რაც შექმნის უნიკალურ თერაპიულ შესაძლებლობებს ამ პაციენტებისთვის.
2019 წლის ფუნდამენტური კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის შედეგები