საკვერცხის კისტის მქონე ქალების სისხლში არსებული და ადამიანის ქორიონულ გონადოტროპინთან დაკავშირების უნარის მქონე ბუნებრივი ანტისხეულების შესწავლა

სამეცნიერო ხელძღვანელი: მარიამ თევზაძე დაწყების თარიღი: 2019-03-18 პროექტის ხანგრძლივობა: 12 თვე

პროექტი ხორციელდება სტუდენტების მონაწილეობით.
მოცემული პროექტის მთავარი ამოცანაა - ბუნებრივად სინთეზირებული ანტი-აქგ აუტოანტისხეულების დამცავი როლის განსაზღვრა რეპროდუქციული სისტემის სიმსივნეების მქონე პაციენტებში. საპილოტე კვლევაში, რომელიც საფუძვლად დაედო აღნიშნულ პროექტს ჩვენ ვაჩვენეთ, რომ კეთილთვისებიანი გინეკოლოგიური სიმსივნეების (ფიბრომიომა და საკვერცხის კისტა) მქონე პაციენტების სისხლის შრატში ანტი-აქგ და ანტი აქგβ, IgG იზოტიპის, ბუნებრივი ანტისხეულების მნიშვნელოვანი დონეა, მაშინ როდესაც ავთვისებიანი სიმსივნის ( საკვერცხის ადენოკარცინომა, ენდომეტრიუმის კიბო და საშვილოსნოს ყელის კიბო) მქონე პაციენტების სისხლის შრატში იგივე ანტისხეულები მეტად უმნიშვნელოდ არიან წარმოდგენილნი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბუნებრივად წარმოქმნილ ანტი-აქგ ანტისხეულებს აქვთ ბუნებრივი მარეგულირებელი როლი სიმსივნის წარმოქმნის პროცესში და შესაძლოა სწორედ მათ მიერ ხდება კეთილთვისებიანი სიმსივნეების ავთვისებიან სიმსივნედ ტრასფორმაციისაგან დაცვა.