ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

MoCa-ს და IADL-ის მონაცემების კორელაცია მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების მქონე პირებში



MoCa-ს და IADL-ის მონაცემების კორელაცია მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების მქონე პირებში
ახალგაზრდა მეცნიერი: ნინო შიუკაშვილი
მონრეალის კოგნიტური შეფასების ტესტი (MoCA) საიმედო ინსტრუმენტია მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების (MCI) დასადგენად. 2015 წელს აღნიშნული ინსტრუმენტი ითარგმნა ქართულ ენაზე და ჩატარდა შესაბამისი ვალიდაცია (Janelidze, 2016). ამასთან ჩატარდა პოპულაციის კვლევა (N=1000) საქართველოს პოპულაციაში მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების პრევალენტობის განსაზღვრის მიზნით (Nadareishvili, 2018). კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ პოპულაციაში მსუბუქი კოგნიტური დაქვეითების პრევალენტობა 13,3%-ია და ის მნიშვნელოვნად არის ასოცირებული ასაკთან (>65), განათლების დონესთან, ჰიპერტონულ დაავადებასა და დიაბეტთან. მიღებული მაჩვენებლები შეესაბამება ევროპისა და აშშ-ს საშუალო მონაცემებს. ამასთან, არსებობს კვლევები, რომელთა თანახმადაც მსუბუქ კოგნიტურ დაქვეითებასა და ყოველდღიურ საყოფაცხოვრებო საქმიანობის დაქვეითებას შორის დადებითი კორელაცია არსებობს (Katrin Jekel, 2015). კვლევების თანახმად, MCI–ს მქონე პაციენტებში უფრო მეტად არის დარღვეული ის IADL ქვედომეინები, რომლებიც უფრო მაღალ ნეიროფსიქოლოგიურ ფუნქციონირებას საჭიროებენ. პაციენტებს MCI-ით, რომლებსაც აქვთ IADL დეფიციტი, დემენციის განვითარების უფრო მაღალი რისკი აქვთ, ვიდრე პაციენტებს MCI- ით, IADL დეფიციტის გარეშე.