ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებში ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის მნიშვნელობის კვლევა ქცევით, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე

სამეცნიერო ხელძღვანელი: გელა ბესელია პროექტის ხელმძღვანელი: 2019-03-18 პროექტის ხანგრძლივობა: 9 თვე

პროექტი ხორციელდება სტუდენტების მონაწილეობით.
წარმოდგენილი პროექტის მიზანია იმუნოტოქსინებით NBM-ის (ბაზალური მსხვილუჯრედოვანი ბირთვის) ქოლინერგული და GABA-ერგული ნეირონების დაზიანების მქონე და საკონტროლო (ცრუოპერირებული) ჯგუფის ცხოველებში მეხსიერების სხვადასხვა ფორმის და დასწავლის პროცესების კვლევა, ასევე, NBM–ის საპროექციო ქერქულ უბნებში მეხსიერების დეფიციტთან ასოცირებული სტრუქტული ცვლილებებისა და ნეიროტრასმიტერთა მარკერების (ქოლინერგული - α7 nAChRs და M1 და გლუტამატერგული GluN2B სუბერთეულის შემცველი NMDA რეცეპტორების ექსპრესიის) ცვლილებების იდენტიფიცირება. მულტიდისციპლინური კვლევა სისტემურ, სტრუქტურულ და მოლეკულურ დონეზე ქმნის წინაპირობას მეხსიერების პროცესებში ბაზალური წინატვინის მამოდულირებელი ფუნქციის შესახებ ახალი ინფორმაციის მიღებისათვის და გვაძლევს შესაძლებლობას გამოვლინდეს კაუზალური კავშირები ბაზალურ წინატვინს, მის საპროექციო უბნებში შიგა ნერვული ქსელების ფუნქციასა და მეხსიერებისა და დასწავლის პროცესებს შორის. მეხსიერებაზე ბაზალური წინატვინის მამოდულირებელი მექანიზმების შეცნობა, ასევე მეხსიერების იმ ასპექტების განსაზღვრა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ეს სისტემა ხელს შეუწყობს მეხსიერების ფუნდამეტური ნეირობიოლოგიური მექანიზმების შეცნობას და ნეიროდეგენერაციული დაავადების მქონე პაციენტებში მეხსიერების გაუმჯობესებისათვის ახალი სტრატეგიების განსაზღვრას.