ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საქართველოში, ბენჩმარკინგი ჩეხეთისა და ლიეტუას მაგალითზე



საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი საქართველოში, ბენჩმარკინგი ჩეხეთისა და ლიეტუას მაგალითზე
ახალგაზრდა მეცნიერი: გვანცა დადიანი
საქართველოში, 2013 წლის ბოლოს საშვილოსნოს ყელის კიბოს დიაგნოზით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1537 ქალი. თუმცა, კიბოს რეგისტრის მონაცემებით, 2017 წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 ქალზე 2015-2016 წლებში დაფიქსირებული მატების შემდეგ, მნიშვნელოვნად შემცირდა. 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში დაავადების მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა. ამავე რეგისტრის მონაცემებით, საშვილოსნოს ყელის კიბოს ახალი შემთხვევების დიაგნოსტირება დაავადების I და II სტადიაზე მერყეობს 52%-დან 55%-მდე, თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს ინციდენტობა საქართველოში აღემატება ევროპის რეგიონის და დსთ-ს ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. პროექტი საქართველოსა და მსგავსი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის ქვეყნებში საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის ორგანიზებისა და განხორციელების შესახებ არსებული მონაცემების შედარებითი ანალიზის განსახორციელებლად ჩაღრმავებული კვლევის ჩატარებას გულისხმობს, რაც გარკვეული დასკვნებისა და შემდგომში სკრინინგის ეფექტური ორგანიზების თვალსაზრისით რეკომედაციების შემუშავების წინაპირობას წარმოადგენს.