Community-Base Participatory Research: An Approach for Public Health

Community-Base

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის (საქართველო) და სამედიცინო უნივერსიტეტის - სოფია (ბულგარეთი) ერთობლივი აქტივობების ფარგლებში 2022 წლის 23 მაისს ჩატარდა ონლაინ ლექცია კვლევა საზოგადოების მონაწილეობით: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიდგომა.

ლექცია ჩაატარა ილინოისის ჩიკაგოს უნივერსიტეტის საექთნო კოლეჯის პროფესორმა რებეკკა სინგერმა (აშშ). პროფესორი სინგერი ფულბრაიტის პროგრამის სტიპენდიანტი და სამედიცინო უნივერსიტეტის - სოფია მოწვეული პროფესორია.

ლექციის სინოფსისი

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემები კომპლექსურია და ჩვენ გამუდმებით ვეძებთ კრეატიულ, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ და მისაღებ გადაწყვეტილებებს, რომლებიც მოიცავს ბიოსამედიცინო, სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტებს. პრაქტიკოსები და მკვლევარები აღიარებენ გამოწვევის პირობებში მყოფი საზოგადოების მონაწილეობით კვლევების მნიშვნელობას. მიდგომა კონკრეტული პრობლემის აღქმის, მის შესახებ ცოდნისა და უნარების აკუმულირების შესაძლებლობას წარმოადგენს და შემდგომში პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტას განაპირობებს. ლექციის დროს განიხილა საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევებზე ფოკუსირებული საზოგადოების მონაწილეობით კვლევის მიდგომის შესაძლებლობები. წარმოდგენილ იქნა მიდგომის ისტორიული ასპექტები, ძირითადი პრინციპები და არსებული გამოწვევები. მიდგომის შესაძლებლობების პრეზენტაციის მიზნით განიხილა ბულგარეთში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული კვლევები.