აკადემიური კეთილსინდისიერება როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი

აკადემიური

19 ოქტომბერს თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა ტრენინგი „აკადემიური კეთილსინდისიერება, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი“. ღონისძიებას გაუძღვა ჯეისონ გიბსონი (პროფესიული და საგანმანათლებლო მომსახურების უფროსი კონსულტანტი, Turnitin).  მან აკადემიის სტუდენტებსა და პერსონალს წარუდგინა პროგრამა Turnitin-ს და  განიხილა თემები:

  • რა არის აკადემიური კეთილსინდისიერება და რატომ არის ის მნიშვნელოვანი
  • რა შეიძლება გავაკეთოთ აკადემიური კეთილსინდისიერების დონის გასაუმჯობესებლად და რა როლი ენიჭება Turnitin-ს ამ პროცესში.

ტრენინგის მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოკუმენტების მეტამონაცემების განხილვას და საავტორო ანგარიშის ინტერპრეტაციას.

ღონისძიება „აკადემიური კეთილსინდისიერება, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი“ ჩატარდა მსოფლიო ბიოეთიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც 2022 წელს ეძღვნება თემას „სოციალური პასუხისმგებლობა ჯანმრთელობისთვის“.