4 ივნისს, პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში ჩატარდა სტუდენტთა XVIII სამეცნიერო კონფერენცია.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 21 სტუდენტის სამეცნიერო მოხსენება.
თსა-ს სტუდენტების გარდა კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტის“ სტუდენტები.
კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ დიპლომები, ხოლო 2 საუკეთესო მოხსენებელს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.