პლანეტარული ჯანმრთელობა

პლანეტარული ჯანმრთელობა არის ინტერდისციპლინარული სფერო, რომელიც მოიცავს მედიცინას, სოციალური გარემოს დაცვის შემსწავლელ მეცნიერებებს, ა.შ. იგი ფოკუსირებულია ეკოსისტემის რღვევაზე, რომელიც გამოწვეულია ადამიანის მიერ და მნიშვნელოვნად ვნებს მის ჯამრთელობას. პლანეტარული ჯანმრთელობის ილუსტრაციისათვის, თსა-ს მედიცინის სკოლის დეკანმა მარიამ (მაკა) მაღლაკელიძემ, განიხილა სხვადასხვა თემები, ყურადღება გაამახვილა COVID-19 პანდემიაზე, როგორც პლანეტარული ჯანმრთელობის პრობლემის თვალსაჩინო მაგალითზე, ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე რომლებიც მიმართული უნდა იყოს ეკოლოგიური საფრთეეხეების თავიდან არიდებასა და ადამიანისა და პლანეტარული ჯანმრთელობის დაცვაზე.