პლანეტარული ჯანმრთელობა - საერთაშორისო კონფერენცია

თბილისის სამედიცინო აკადემიაში პლანეტარული ჯანმრთელობის შესახებ საერთაშორისო ონლაინ კონფერენცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ კონფერენცია ჩატარდა თსა-ს სტუდენტების ინიციატივითა და აკადემიის მხარდაჭერით. პლანეტარული ჯანმრთელობის საკითხების შესწავლით სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაიუმჯობესონ კომუნიკაციური, კოლაბორაციული და ლიდერული თვისებები. ინტერდისციპლინური მიდგომების გაცნობის გზით, სტუდენტები სწავლობენ თუ როგორ დააკავშირონ მედიცინა და გარემოს ჯანმრთელობა. სტუდენტები ასევე სწავლობენ, თუ როგორ უნდა იზრუნონ პაციენტებზე, რათა საბოლოო ჯამში ჩამოყალიბდნენ პლანეტარული ჯანმრთელობის აქტივისტებად და ადვოკატებად როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. თსას წარმომადგენლების გარდა კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები:
  • ნიკოლ დე პაულა - ქალ ლიდერთა გაერთიანება პლანეტარული ჯანმრთელობისთვის - დამფუძნებელი და პლანერატული ჯანმრთელობის ინტერდისციპლინური კვლევითი ჯგუფის თანადამფუძნებელი სან პაულოს უნივერსიტეტში (ბრაზილია),
  • მელვინე ანიანგო ოტიენო - პლანეტარული ჯანმრთელობის კამპუსის ელჩი, გარემოსდაცვითი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ელდორეტის უნივერსიტეტში (კენია)
  • ანდეშეჰ ჯაჰანგირი - საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ჯანდაცვის ოფიცერი ირანში
  • მილა პლაისანტი - ფიზიოლოგები პლანეტარული ჯანმრთელობისათვის, ფურტვანგენის უნივერსიტეტი (გერმანია), VI სემესტრის სტუდენტი
  • ფელიქს ბიტტნერი - მოძრაობა ჯანმრთელი მომავლისათვის - კოორდინატორი (გერმანია)

თსა-ს საერთაშორისო და ქართველმა სტუდენტებმა განიხილეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის კლინიკური კორელაცია, კერძოდ, თუ როგორ იცვლება გარემო და რა ნეგატიურ გავლენას ახდენს გარემოს დაბინძურება ადამიანის ჯანმრთელობაზე.