19 ოქტომბერი მსოფლიო ბიოეთიკის დღეა

თსა-ში მსოფლიო ბიოეთიკის დღესთან დაკავშირებით სტუდენტების მიერ ორგანიზებული ჰიბრიდული შეხვედრა გაიმართა. თსა-ს სტუდენტებმა (ალექსანდრე საღლიანი, ანა თურნავა, ანკით კავინტარიკათ, აჯინკია ნარეშ გაიკვად, თამარ დანდურიშვილი, ნინო გაგუა, რიშუ შაჰ, სალომე მუმლაძე, ჯინუ ჯოსეფ) განიხილეს სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებული ეთიკის საკითხები და ბიოეთიკის ჭრილში გააანალიზეს ამ თემატიკასთან დაკავშირებული ფილმი „ინფიცირება“. დამსწრეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ჩართულიყვნენ დისკუსიაში და ონლაინ ხმის მიცემით დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი. #WorldBioethicsDay2021 #SRNSFG