მანანა ბოკუჩავა 2012 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) პროფესორი ფსიქიატრიის მიმართულებით.
მანანა ბოკუჩავას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, ამავე უნივერსიტეტის ორდინატურა, სსრკ-ის სამედიცინო აკადემიის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტის ასპირანტურა (ქ. მოსკოვი).
მანანა ბოკუჩავა წლების განმავლობაში მუშაობდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ს/კ ინსტიტუტში, იყო კლინიკური განყოფილების სამეცნიერო ხელმძღვანელი. აქვს 31-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.
გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მონოგრაფია: „აფექტურ აშლილობათა ფსიქოპათოლოგიის ასაკობრივი თავისებურებანი“, სახელმძღვანელო: „ზოგადი ფსიქოპათოლოგია“