გიორგი გვახარია 2009 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ასოცირებული პროფესორი ზოგადი ქირურგიის მიმართულებით.
ამჟამად გიორგი გვახარია არის ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას გააჩნია 39-წლიანი კლინიკური საქმიანობის, ხოლო 30-წლიანი პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.
2000 წელს გიორგი გვახარიას საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერ მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება, სპეციალობით - ქირურგია. იგი სერტიფიცირებულია ზოგად ქირურგიაში, თორაკალურ ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიაში, კლინიკურ მენეჯმენტში.
გიორგი გვახარია წლების მანძლზე მუშაობდა საზღვარგარეთ - ნ.ვ. სკლიფოსოვსკის სახ. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი); ი. ზემელვეისის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკაში (ქ. ბუდაპეშტი), ქ. ჰიორინგის მუნიციპალურ მრავალპროფილურ კლინიკაში (დანია).
გიორგი გვახარია დაჯილდოვებულია გრ. მუხაძის სახ. მედლით; ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის სახ. მედლით “მხედრული მამაცობისთვის”.