ანა რეხვიაშვილი 2012 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით.
მან 2002 წელს დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2006 წელს ამავე უნივერსიტეტში, აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახ. კარდიოლოგიის ინსტიტუტის ბაზაზე დაამთავრა ასპირანტურა სპეციალობით “კარდიოლოგია”. 2009 წელს კი მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ანა რეხვიაშვილს გააჩნია 17-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. ამჟამად იგი მოღვაწეობას აგრძელებს ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში ექიმ-კარდიოლოგად და არტერიული ჰიპერტენზიის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელად, არის ევროპის ჰიპერტენზიის კლინიკური სპეციალისტი.
ანა რეხვიაშვილი არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.