ირმა ბუჩუკური 2016 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას შინაგანი მედიცინის მიმართულებით (დერმატოვენეროლოგია).
მან 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1989-1991 წლებში გაიარა ორდინატურა სს “კანისა და ვენსნეულებათა ს/კ ინსტიტუტში”. 2006 წელს კი მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
მას გააჩნია 34-წლიანი პროფესიული გამოცდილება. ირმა ბუჩუკური ამჟამად მოღვაწეობას აგრძელებს მარდალეიშვილის დიაგნოსტიკურ ცენტრში ექიმ-დერმატოლოგის პოზიციაზე.
პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში. იგი არის 14-მდე პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წევრი.