აკაკი სეფაშვილი 2019 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას კლინიკური უნარ-ჩვევების მიმართულებით.
მან 2011 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი, ხოლო 2016 წელს - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურა; ამჟამად იგი არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი; მას აქვს 8-წლიანი გამოცდილება კლინიკური უნარ-ჩევების სწავლებასა და ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური და პრაქტიკული გამოცდების ორგანიზებაში.
2014 წლიდან იგი ხელმძღვანელობს თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური უნარ-ჩვევებისა და ობიექტურად სტრუქტურირებული გამოცდების ცენტრს.