ლეილა ნადარეიშვილი 2016 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.
მან 1977 წელს დაამთავრა ყირიმის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ, 1978-1980 წლებში მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში მან გაიარა კლინიკური ორდინატურა სპეციალობით “მეანობა-გინეკოლოგია”, ხოლო 2002 წელს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერ მას მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი.
ლეილა ნადარეიშვილს 30-წლიანი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება აქვს. ამაჟამად იგი არის ჩაჩავას კლინიკაში დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი - კლინიკური მენეჯერი.
პროფესიული განვითარების კუთხით აქტიურად იღებს მონაწილეობას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო კონფერენციებში.