ტარას გაბისონია - აფილირებული პროფესორი


ტარას გაბისონია 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მიკრობიოლოგიის მიმართულებით.

ტარას გაბისონია 1982-86 წლებში სწავლობდა ასპირანტურაში თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრაზე. ტარას გაბისონიამ 1987 წელს გაიარა ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში შესაბამისი პროფილის კურსი ექიმ-მიკრობიოლოგის სპეციალობით. 1991 წელს მიენიჭა წოდება  სპეციალობაში “მიკრობიოლოგია”. 1994 წელს მას მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი.  პროფესორთა საბჭოს გადაწყვეტილებით 1998 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

მას აქვს 32-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობისა და 40-წლიანი სამეცნიერო მუშაობის გამოცდილება; იგი არის  260-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, 7 სახელმძღვანელოს, 2 მონოგრაფიის ავტორი და  28 პატენტის მფლობელი.  მისი ხელმძღვანელობით დაცულია 20 დისერტაცია.

1997 წლიდან იწარმოება მის მიერ შექმნილი 3 ბაქტერიოფაგული პრეპარატი, რომლებიც ფართოდ გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში. 2002-2019 წლებში მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა 18 საერთაშორისო და ადგილობრივი სამეცნიერო პროექტი.