გიორგი გვახარია - აფილირებული ასოცირებული პროფესორი


  1. გიორგი გვახარია 2009 წლიდან არის თბილისის სამედიცინო აკადემიის (თსა) ასოცირებული პროფესორი ზოგადი ქირურგიის მიმართულებით.

    ამჟამად გიორგი გვახარია არის ს. ხეჩინაშვილის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკის ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მას გააჩნია 39-წლიანი კლინიკური საქმიანობის,  ხოლო 30-წლიანი  პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილება.

    2000 წელს გიორგი გვახარიას საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის მიერ მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება,  სპეციალობით - ქირურგია. იგი სერტიფიცირებულია ზოგად  ქირურგიაში, თორაკალურ  ქირურგიაში, ქირურგიულ ონკოლოგიაში, კლინიკურ  მენეჯმენტში.

    გიორგი გვახარია წლების მანძლზე მუშაობდა საზღვარგარეთ  - ნ.ვ. სკლიფოსოვსკის სახ. სასწრაფო გადაუდებელი დახმარების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ქ. მოსკოვი); ი. ზემელვეისის სახ. საუნივერსიტეტო კლინიკაში (ქ. ბუდაპეშტი), ქ. ჰიორინგის მუნიციპალურ მრავალპროფილურ კლინიკაში (დანია).

    გიორგი გვახარია დაჯილდოვებულია გრ. მუხაძის სახ. მედლით; ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის სახ. მედლით  “მხედრული მამაცობისთვის”.