გელა ბესელია - აფილირებული ასოცირებული პროფესორი


  1. გელა ბესელია 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით.

    2008 წელს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურის დამთავრების შემდეგ,  გელა ბესელიას  მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი. იგი ფლობს სახელმწიფო სერტიფიკატს ფთიზიატრიაში, პულმონოლოგიასა და ნევროლოგიაში. გავლილი აქვს სტაჟირება ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯის უჯრედული ბიოლოგიისა და ანატომიის დეპარტამენტში.

    გელა  ბესელიას აქვს პრაქტიკოს ექიმად მუშაობის 8-წლიანი გამოცდილება. 2010 წლიდან არის ი. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ქცევისა და კოგნიტიურ ფუნქციათა ლაბორატორიის მეცნიერ -თანამშრომელი.

    იგი  არის 11 სამეცნიერო-კვლევითი პროექტის მონაწილე, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერთათვის პრეზიდენტის სამეცნიერო საგრანტო კონკურსის ორგზის გამარჯვებული და ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული.

    გელა  ბესელია  არის 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მონაწილეობა აქვს მიღებული 15-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციაში. ის არის ტვინის კვლევის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBRO) და ევროპის ნეირომეცნიერთა ასოციაციების ფედერაციის (FENS) წევრი. 2016 წლიდან საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანია.