მაია ალხაზაშვილი - აფილირებული ასოცირებული პროფესორი


მაია ალხაზაშვილი 2020 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.
მაია ალხაზაშვილმა 1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) პედიატრიული ფაკულტეტი, 1996 წელს გაიარა ინტერნატურა და მიენიჭა ექიმი - პედიატრის კვალიფიკაცია. 2004-2005 წლებში თბილისის სამედიცინო აკადემიაში გაიარა სარეზიდენტო პროგრამა ,,ლაბორატორიულ მედიცინაში“ და შესაბამისად მიღებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატები პედიატრიასა და ლაბორატორიულ მედიცინაში. ამჟამად, იგი არის საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლის დოქტორანტი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში.
2012 წელს მაია ალხაზაშვილმა ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში დაიკავა ლაბორატორიული სერვისების მართვის და რეგიონალური ეპიდზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. 2017 წლიდან კი ხელმძღვანელობს ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრს.
მაია ალხაზაშვილი გახლავთ მრავალი საერთაშორისო, სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის ხელმძღვანელი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სხვადასხვა მიმართულებით.