ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

ოტტო დაპუნტი - აფილირებული პროფესორი


ოტტო დაპუნტი 2019 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის მიმართულებით.

მან 1982 წელს დაამთავრა მედიცინის სკოლა ინსბრუკში, ავსტრია. ამის შემდეგ, 1982-1995 წლებში ოტტო დაპუნტმა გაიარა რეზიდენტურა შემდეგი სპეციალობებით: “უროლოგია”, “ზოგადი და ვასკულარული ქირურგია”, “გულის ქირურგია”. ასევე, 1990 წელს მან დაამთავრა ჰანოვერის სამედიცინო სკოლა, ქ. ჰანოვერი, გერმანია. 1994 წელს ინსბურკის უნივერსიტეტის მიერ მას მიენიჭა მედიცინის დოქტორის აკადემიური ხარისხი.

1994-1996 წლებში ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაკავებული ჰქონდა უფროსი ქირურგის და ვიცე-თავმჯდომარის პოზიცია და ამავე დროს იყო გულის ტრანსპლანტაციის პროგრამის ხელმძღვანელი.  1997-1999 წლებში იგი მოღვაწეობას აგრძელებდა კიოლნის უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. ამის შემდეგ, 1999-2014 წლებში ოტტო დაპუნტი მუშაობდა გულის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად ოლდენბურგის კლინიკაში, გერმანია. 2014-2019 წლებში იგი ხელმძღვანელობდა გრაცის საუნივერსიტეტო კლინიკის გულის ცენტრს, ავსტრია. 2019 წლიდან არის კონსულტანტი გულის ქირურგიაში კლინიკა “გულში”, საქართველო.