ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

გიორგი ბოჭორიშვილი - აფილირებული პროფესორი


გიორგი ბოჭორიშვილი 2018 წლიდან  თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქირურგიის  (უროლოგია) მიმართულებით.

1975 წელს მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1975-1977 წლებში ამავე უნივერსიტეტში გაიარა კლინიკური ორდინატურა უროლოგიაში. 1980 წელს მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი სპეციალობით “უროლოგია”.  1990 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში და მიენიჭა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1993 წელს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ მიანიჭა პროფესორის სამეცნიერო წოდება.  

სხვადასხვა დროს მუშაობდა ალ. წულუკიძის სახ. უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად, უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვან სპეციალისტად, დირექტორის მოადგილედ და დირექტორად. ამჟამად იგი არის უროლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანი სპეციალისტი და შპს “ჯანმრთელობის სახლის” უროლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი.

გიორგი ბოჭორიშვილი არის საქართველოს, ევროპის, ამერიკისა და საერთაშორისო უროლოგთა ასოციაციების  წევრი, ევროპის უროლოგთა სკოლის ლექტორი. მიწვეული პროფესორის რანგში მრავალჯერ სტუმრობდა და მუშაობდა აშშ-ს, კანადის, დიდი ბრიტანეთის, ბელგიის, გერმანიის საუნივერსიტეტო კლინიკებში. 2008-2009 წწ., როგორც ფულბრაიტის სტიპენდიატი, მუშაობდა ნიუ-იორკის მემორიალურ ჰოსპიტალში. 

გიორგი ბოჭორიშვილი არის 120-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და ექვსი მონოგრაფიის ავტორი.