ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

მაია მაღლაკელიძე - აფილირებული ასოცირებული პროფესორი


მარიამ მაღლაკელიძე 2021 წლის სექტემბრიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას პლანეტარული ჯანმრთელობის მიმართულებით.
მარიამს აქვს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 19 წლიანი გამოცდილება, რაც მოიცავს საერთაშორისო ორგანიზაციებში (UNFPA, European Cervical Cancer Association, UNICEF) და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში მუშაობას.
ასევე, მარიამს აქვს მრავალწლიანი გამოცდილება საერთაშორისო და ადგილობრივი კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ის არის საქართველოს წარმომადგენელი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, რესპირაციული დაავადებების გლობალურ ალიანსში (GARD). 2016 წელს იგი იყო პოტსდამის მდგრადი განვითარების სწავლების ინსტიტუტის(IASS) სტიპენდიანტი და მუშაობდა ჯგუფში „ჰაერის ხარისხი გლობალური ცვლილებების კონტექსტში“. 2018-2019 წლებში ის ხელმეორედ გახდა ამ ინსტიტუტის სტიპენდიის მფლობელი და განახორციელა კვლევა ბერლინში, რომელიც ეხებოდა ასთმისა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების (ფქოდ) გამწვავებას ჰაერის დაბინძურებასთან მიმართებაში. დღემდე მარიამი არის პოტსდამის მდგრადი განვითარების სწავლების ინსტიტუტის აფილირებული მეცნიერი.
2020 წელს მარიამმა, მდგრადი განვითარების სწავლების ინსტიტუტის კოლეგებთან ერთად დაარსა ორგანიზაცია „ქალი ლიდერები პლანეტარული ჯანმრთელობისთვის“, რომელიც ემსახურება ქალების გაძლიერებას პლანეტარული ჯანმრთელობის სფეროში გლობალურ სამხრეთში.
2020 წლიდან მარიამი თსა-ში იკავებს მედიცინის სკოლის დეკანის პოზიციას.