ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

ელისო ბრეგვაძე - აფილირებული ასოცირებული პროფესორი


ელისო ბრეგვაძე 2021 წლის სექტემბრიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ოფთალმოლოგიის მიმართულებით. 
ელისო ბრეგვაძემ 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ ინტერნატურა გაიარა ბულგარეთის ქ. ვარნას De.Giorgiev კერძო ოფთალმოლოგიის კლინიკაში. 2010-2012 წლებში სასწავლო პროგრამით იმყოფებოდა სლოვენიის ქ. ლუბლიანას თვალის საუნივერსიტეტო კლინიკის ოკულოპლასტიკის და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტში, ინდოეთის ქ. ჰაიდერაბადის თვალის ინსტიტუტის თვალის პლასტიკური ქირურგიის, თვალის ონკოლოგიური დაავადებების დეპარტამენტში.
მას აქვს 14 წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამავდროულად არის 13 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და თანაავტორი. ელისო ბრეგვაძეს დაკავებული აქვს საქართველოს ოკულოპლასტიკის, რეკონსტრუქციული ქირურგიისა და სტრაბიზმოლოგიის ასოციაციაში თავმჯდომარის პოზიცია. ელისო ბრეგვაძე არის ევროპის ოკულოპლასტიკისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის ასოცირებული წევრი (ESOPRS).
2018 წლიდან ელისო ბრეგვაძეს თსა-ში მიჰყავს ოფთალმოლოგიის სასწავლო კურსი.
პროფესიული განვითარების კუთხით იღებს მონაწილეობას ტრენინგებში და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.