ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

კონსტანტინე ხარაბაძე - აფილირებული ასოცირებული პროფესორი


კონსტანტინე ხარაბაძე 2021 წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მეანობა-გინეკოლოგიის მიმართულებით.
მან 1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდგომ, 1982 დაამთავრა თსსი-ის ასპირანტურა. 1985წ.-დან არის მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი სპეციალობებში: მეანობა-გინეკოლოგია და სამედიცინო გენეტიკა.
2005 წლიდან მუშაობს სამშობიარო „იმედის კლინიკაში“, მეან-გინეკოლოგად. 2015 წლიდან არის „იმედის კლინიკის“ დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში.
კონსტანტინე ხარაბაძე არის მედიცინის აკადემიური დოქტორი. იგი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა 1984 წლიდან. გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო ნაშრომი. არის „NICE“-ის რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავებული 2 პროფილური სამედიცინო პროტოკოლის თანაავტორი. იგი აქტიურადაა ჩაბმული სამედიცინო-ანალიტიკურ საქმიანობაში, კერძოდ არის „Near-Miss Case“ საერთაშორისო პროგრამის თანამონაწილე, ლოკალური კოორდინატორის რანგში; ასევე ახდენს საყურადღებო და პრობლემური სამეანო-გინეკოლოგიური შემთხვევების პერიოდულ რეცენზირებას. პროფესიული განვითარების კუთხით იღებს მონაწილეობას ტრენინგებში და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.