ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

ხათუნა ხატიაშვილი - აფილირებული ასოცირებული პროფესორი


ხათუნა ხატიაშვილი 2021 წლის სექტემბრიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით. 
ხათუნა ხატიაშვილმა სამედიცინო განათლების მიღების შემდეგ სწავლა გააგრძელა ფსიქოლოგიის განხრით. 2005 წელს მან დაიცვა სამაგისტრო დისერტაცია ფსიქოლოგიის კვლევით ინსტიტუტში სპეციალობით კლინიკური, ზოგადი და გამოყენებითი ფსიქოლოგია. 2011 წელს ხათუნამ წარმატებით დაამთავრა ემორის უნივერსიტეტის როლინსის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა  ქცევათმეცნიერებისა და ჯანმრთელობის განათლების სპეციალობით.
2007 წლიდან იყო ფსიქოლოგ-კონსულტანტი არასამთავრობო ორგანიზაცია „იმედში“. მისი ფსიქოლოგიური პრაქტიკის დროს ხათუნა მუშაობდა სხვადასხვა ტიპის პიროვნების ტიპებთან, რომელთაც საკმაოდ მძიმე ემოციური და ფიზიკური პრობლემები ჰქონდათ, ისეთი როგორიცაა: წამალზე დამოკიდებულება, ალკოჰოლიზმი, შიდსი, მათ შორის ბევრი ძალადობის მსხვერპლიც იყო.
2012 წლიდან ხათუნა ხატიაშვილი მუშაობდა მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ონკოჰემატოლოგიისა და ნევროლოგიის დეპარტამენტებში, ხოლო 2013 წლის აპრილიდან არასამთავრობო ორგანიზაციაში “welfare foundation”, 2013 წლის ნოემბრიდან ის ასევე თანამშრომლობს არასამთავრობო ორგანიზაცია ჯანმრთელობის კვლევით კავშირთან ჯანდაცვის პროექტებში და კლინიკა „ნეოლაბთან“ ეროვნული ცე-ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში.
2018 წლიდან ხათუნა თსა-ში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის კოორდინატორი და ქცევათმეცნიერების ლექტორია.