ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

ცოტნე სამადაშვილი - აფილირებული ასისტენტ-პროფესორი


ცოტნე სამადაშვილი 2021 წლის სექტემბრიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას რეანიმატოლოგია-ანესთეზიოლოგიის მიმართულებით.
ცოტნე სამადაშვილმა 1998 წელს დაამთავრა ოჯახის ექიმის ინსტიტუტი. 2001 წელს მიიღო სახელმწიფო ლიცენზია „ანესთეზიოლოგიაში“.
იგი 2011 წლიდან ფლობს სახელმწიფო ლიცენზიას „კრიტიკულ მედიცინაში“ და სახემწიფო ლიცენზიას ქვე-სპეციალობით „პედიატრიულ ანესთეზიასა და რეანიმაციაში“.
მას აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება. 2020 წლიდან იგი იკავებს საოპერაციო და ანესთეზიოლოგიის განყოფილების უფროსის პოზიციას კავკასიის მედიცინის ცენტრში.
პროფესიული განვითარების კუთხით იღებს მონაწილეობას ტრენინგებში და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.