ვებ-გვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.
ძველ საიტზე გადასვლა

თამარ ალადაშვილი -   აფილირებული ასისტენტი


თამარ ალადაშვილი 2021 წლის სექტემბრიდან თბილისის სამედიცინო აკადემიაში (თსა) იკავებს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობას ფსიქიატრიის მიმართულებით.
თამარ ალადაშვილმა 2009 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. 2013 წლიდან იგი გახდა ლიცენზირებული ფსიქიატრი. ამჟამად თამარი არის თბილისის სახემწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
2013 წლიდან თამარი იკავებს ექიმ-ფსიქიატრის პოზიციას ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში. ასევე, იგი 2016 წლიდან მუშაობს ექიმ-ფსიქიატრად ააიპ „მტკიცებულებაზე დაფუძნებული პრაქტიკის ცენტრში“. 2018 წლიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის გახდა სათემო მობილური სერვისის ხელმძღვანელი.
2019 წლიდან თამარ ალადაშვილმა მიიღო სახელმწიფო ლიცენზია ნარკოლოგიაში.
პროფესიული განვითარების კუთხით იღებს მონაწილეობას ტრენინგებში და სხვადასხვა სამუშაო შეხვედრებში.