საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვა
თბილისის სამედიცინო აკადემიაში სწავლის მსურველი უცხო ქვეყნის მოქალაქეების, ან უცხო ქვეყანაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224 ბრძანების შესაბამისად.
2020-2021 აკადემიური წლისთვის საბუთების მიღების ვადები განისაზღვრა 2020 წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით.
თბილისის სამედიცინო აკადემია უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სთავაზობს ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას - მედიცინა:
სწავლის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
აპლიკანტებს საბუთების სრულად წარმოდგენის შემდეგ ენიშნებათ გასაუბრება ინგლისურ ენაში.
ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაციის საფასური შეადგენს 200 აშშ დოლარს.
მომავალ სტუდენტთა საყურადღებოდ!
ვიზა:
სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდს: https://geoconsul.gov.ge/ka/aboutUs
საცხოვრებელი:
თბილისის სამედიცინო აკადემიას არ აქვს საერთო საცხოვრებელი. (კერძო ბინების დაქირავება შესაძლებელია აკადემიის მიმდებარე უბნებში, ფასი მერყეობს თვეში 300-500 აშშ დოლარამდე).
სამედიცინო დაზღვევა:
სტუდენტები ვალდებულნი არიან წარადგინონ ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევის მოწმობა (სადაზღვევო პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 7-25 აშშ დოლარამდე).