საერთაშორისო თანამშრომლობა
SETTING PEER REVIEW INSTRUMENTS AND GOALS FOR MEDICAL (HEALTH) EDUCATION / SPRING
სამედიცინო (ჯანდაცვის) განათლებაში ურთიერთდასწრების მექანიზმის და მიზნების შემუშავება (SPRING)
Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების ფარგლებში (KA2 - CBHE - უმაღლეს განათლებაში უნარ-ჩვევების გამომუშავება), თსა ჩართულია კონსორციუმში, რომელიც მიზნად ისახავს სამედიცინო და ჯანდაცვის განათლებაში ურთიერთდასწრების მექანიზმის და მიზნების შემუშავებას, ასევე, ინოვაციების დანერგვასა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და აერთიანებს მონაწილეებს საქართველოდან, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან, აზიიდან და ევროკავშირიდან.
ძირითადი ამოცანები:
- სამიზნე და არამარტო ქვეყნების სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებებში ცნობიერების ამაღლება თანადასწრების პროცესის, როგორც აკადემიური და ადმინისტრაციული ერთეულების საქმიანობაში მიმდინარე გაუმჯობესების პროცესების მხარდამჭერი აუცილებელი ინსტრუმენტის შესახებ
- ურთიერთდასწრების საერთაშორისო საბჭოს ჩამოყალიბება (MPRB)
- როგორც სამიზნე, ასევე სხვა ქვეყნების სამედიცინო უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებებისთვის აკადემიური პროგრამების, ასევე ადმინისტრაციული პოლიტიკის, პროცესებისა და ქმედებების უწყვეტი თანადასწრების (peer-review) პროცესის მდგრადი შემუშავება და დანერგვა
- კონსორციუმის წევრ უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებებში, როგორც აკადემიური, ასევე ადმინისტრაციული პერსონალის წევრებს შორის ცნობიერების ამაღლება ა) ეფექტური თვით-შეფასების განხორციელებისა და ბ) ოპონენტის თანადასწრების (peer-review) ეფექტურად განხორციელების გზების შესახებ
- ყოველწლიური სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის ჟურნალის „თანადასწრება სამედიცინო/ჯანდაცვის განათლებაში აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ (“Peer Review in Medical/Health Education for Eastern Europe and Central Asia - PRIMED-EECA)”
- პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი საგანამანთლებლო დაწესებულებების ინტერნაციონალიზაციის ხარისხის გაზრდა
- პროექტის მიღწევებისა და სხვა შემაჯამებელი მასალის (ყოველწლიური მიმოხილვითი რეპორტები, PRIMED-EECA, ქეისების აღწერა, რეკომენდაციები და სხვ.) შესახებ ინფორმაციის დისემინაცია პროექტში მონაწილე როგორც პროგრამული (ევროკავშირის), ასევე პარტნიორი (აღმოსავლეთ ევროპა, ცენტრალური აზია) ქვეყნების უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებებს შორის და შემდგომი გაზიარება სამედიცინო განათლების საკითხებთან დაკავშირებული სამინისტროებისა და ეროვნული სააგენტოებისათვის
პროექტის კონსორციუმის ფარგლებში თსა თანამშრომლობს შემდეგ უმაღლეს საგანამანთლებლო დაწესებულებებთან:
- ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველო - BAU IUB (BAU International University)
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველო -TSMU (Tbilisi State Medical University)
- საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, საქართველო - SEU (Georgian National University)
- მედიცინისა და ფარმაციის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოლდოვა - SUMPh (“Nicolae Testemițanu” State University of Medicine and Pharmacy)
- მოლოდოვას ტექნიკური უნივერსიტეტი, მოლდოვა - TUM (Technical University of Moldova)
- ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტი (სახაროვის სახელობის ინსტიტუტი), ბელორუსია - ISEI BSU (International Sakharov Environmental Institute of Belarusian State University)
- გროდნოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ბელორუსია - GrSMU (Grodno State Medical University)
- ყაზახეთის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი, ყაზახეთი - NMU (Asfendiyarov Kazakh National Medical University)
- ყარაგანდას სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ყაზახეთი - KSMU (Karaganda State Medical University)
- ტაჯიკეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტაჯიკეთი - ATSMU (Avicenna Tajik State Medical University)
- ხალტონის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტაჯიკეთი - KhSMU (Khatlon State Medical University)
- სოფიას სამედიცინო უნივერსიტეტი, ბულგარეთი - MU-Sofia (Medical University – Sofia)
- ლიეტუვას ჯანდაცვის მეცნიერებების უნივერსიტეტი, ლიეტუვა - LUHS (Lithuanian University of Health Sciences)
Simulation in Undergraduate MEDical Education for Improvement of SAFEty and Quality of Patient Care
პროექტის აკრონიმი: SAFEMED+
პროექტის სათაური: Simulation in Undergraduate MEDical Education for Improvement of SAFEty and Quality of Patient Care
პროექტის კოორდინატორი: პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა)
პროექტის მიზანი: სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება, კლინიკური უნარ-ჩვევების კურიკულუმის მოდერნიზაცია და იმპლემენტაცია
პროექტის ხანგრძლივობა: 2020-2023
პარტნიორები:
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (საქართველო)
- სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი)
- ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა)
- კატანიის უნივერსიტეტი (იტალია)
- ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სომხეთი)
- ჰაიბუსაკის უნივერსიტეტი (სომხეთი)
- ჰობაჩევსკის სახელობის ტერნოპილის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)
- ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა)
- კურიკულუმის რეფორმა CBME (კომპეტენციაზე დაფუძნებული სამედიცინო განათლება), კლინიკური ხაზის კონცეფციის შემუშავება
- პარტნიორი ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების კლინიკური უნარების ცენტრების განვითარება (ან არსებულის გაუმჯობესება)
- სიმულაციის დანერგვა/განვითარება (მანეკენის, ტრენაჟორების, სიმულატორების და სტანდარტიზებული და სიმულაციური პაციენტის, ან ჰიბრიდული მოდელის გამოყენებით)
- კლინიკური უნარ-ჩვევების (კომპეტენციების), შეფასების მეთოდოლოგიის და ინსტრუმენტების დანერგვა/განვითარება (ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის ჩათვლით – OSCE)
- CBME პრინციპების შესახებ ცნობიერების ამაღლება
- კლინიკური უნარების ლაბორატორიების რეგიონალური ქსელის პლატფორმის მომზადება დისტანციური კონსულტაციებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას
ხათუნა ხატიაშვილი (MD,MA,MPH)
Kh.khatiashvili@tma.edu.ge
პროფ. ია ავალიანი (MD, PHD)
dr.avaliani@gmail.com