„სოფლის ექიმის ექვსი დღე“ თსა-ს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრანსდისციპლინური ინიციატივაა. პროექტი ზრდის მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები ექიმების ცნობადობას და მომავალ ექიმებს ხელოვნების, დაკვირვებისა და ამბის თხრობის გზით ეხმარება სამედიცინო პროფესიონალიზმის გააზრებაში.
სამი სეზონმა გააერთიანა საქართველოს ოთხი რეგიონი, ჩვიდმეტი სტუდენტი და სოფლის მედიცინის არაერთი მნიშვნელოვანი ისტორია — აჭარიდან და გურიიდან ლეჩხუმსა და სვანეთამდე.
ექსპედიციების დასრულების შემდეგაც გრძელდება თანამშრომლობა: ონლაინ ინგლისური ენის კურსები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კამპანიები და მოწყვლად რეგიონებში პრაქტიკული გამოცდილების დაგეგმვა.
პროექტი ეხმიანება თსა-ს მისიას და ინსტიტუციურ სოციალურ პასუხისმგებლობას.