თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შექმნილია თანამედროვე განათლების სტანდარტების შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს სტუდენტების პროფესიული კარიერისთვის მომზადებას. ჩვენი პროგრამები ემყარება მტკიცებულებაზე დაფუძნებულ ცოდნას, ადრეულ კლინიკურ მომზადებას და სტუდენტებს უვითარებს ჯანდაცვის პროფესიონალისთვის საჭირო პრაქტიკულ უნარებს.
სამედიცინო განათლების ინოვაციების ცენტრიის (CIMED) მეშვეობით, თბილისის სამედიცინო აკადემია ავითარებს თანამედროვე სამედიცინო განათლების სისტემას, რომელიც დაფუძნებულია ინოვაციაზე, ინტეგრაციასა და შედეგებზე. ეს უზრუნველყოფს, რომ კურსდამთავრებულებმა წარმატებით ჩააბარონ საკვალიფიკაციო გამოცდები და შეიძინონ კლინიკური პრაქტიკისთვის საჭირო კომპეტენციები.
CIMED-ი თბილისის სამედიცინო აკადემიაში 2021 წელს დაარსდა, როგორც სტრატეგიული აკადემიური პლატფორმა და მისი მიზანია სწავლების ხარისხის გაძლიერება, სასწავლო გეგმის მოდერნიზაცია და მედიცინის პროგრამის სწავლის შედეგების გაუმჯობესება.
CIMED-ს ხელმძღვანელობენ ევროპელი კოორდინატორები (ბელგია, ნიდერლანდები), საერთაშორისოდ აღიარებული სამედიცინო განათლების ექსპერტები - პროფესორი ჟოზეტ დენეკენსი და პროფესორი ჰერმან ვან როსუმი, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ თსა-ს გრძელვადიან აკადემიურ ტრანსფორმაციაში. მათი უშუალო ხელმძღვანელობით, თსა-ში მიმდინარეობს საგანმანათლებლო გეგმის შემუშავება, აკადემიური პერსონალის გადამზადება და სტუდენტებზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების სანერგვა.
CIMED-ის მთავარი მიზანია ინოვაციური სწავლა-სწავლების სტრატეგიების შეთავაზება და საერთაშორისო სამედიცინო განათლების სტანდარტებთან შესაბამისი, მუდმივად განახლებადი საგანმანათლებლო პროგრამებს დანერგვა. ცენტრი მხარს უჭერს აკადემიის ინსტიტუციურ პრიორიტეტს - მოამზადოს ისეთი ექიმები, რომლებიც ავლენენ: კლინიკურ კომპეტენციას, ძლიერი მსჯელობისა და პროფესიულ კომუნიკაციის უნარებს და ემპათიას.
CIMED-ი ორიენტირებულია საბაზისო მეცნიერებებსა და კლინიკურ დისციპლინებს შორის ინტეგრაციის გაძლიერებაზე. ის უზრუნველყოფს, რომ სტუდენტები მედიცინას სწავლობენ როგორც ერთიან, ურთიერთდაკავშირებულ სისტემას და არა როგორც ცალკეულ დისციპლინებს. ეს ინტეგრაცია აუცილებელია კლინიკური აზროვნებისა და გრძელვადიანი პროფესიული მზადყოფნის ჩამოსაყალიბებლად.
CIMED-ი მხარს უჭერს ტრადიციული პედაგოგზე ორიენტირებული განათლებიდან სტუდენტზე ორიენტირებულ და კომპეტენციებზე დაფუძნებულ სამედიცინო განათლების მოდელზე გადასვლას, სადაც სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სწავლის პროცესში. ეს მიდგომა ხელს უწყობს უფრო სიღრმისეულ გააზრებას და დამოუკიდებელ აზროვნებას.
CIMED-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თვითმართვადი სწავლების დანერგვა, რაც სტუდენტებს ეხმარება დიდი მოცულობის სამედიცინო ინფორმაციის მართვის უნარების განვითარებაში, სასწავლო მიზნების დასახვასა და საკუთარი პროგრესის თვითრეფლექსიაში.
სტუდენტების აკადემიური გზის ადრეულ ეტაპზე მხარდასაჭერად, CIMED-ი მათ სთავაზობს „ისწავლე, როგორ ისწავლო" სისტემას. აღნიშნული მიდგომა სტუდენტებს პირველივე სემესტრიდან ეხმარება ინდივიდუალური სასწავლო სტრატეგიის შემუშავებაში, სამედიცინო განათლების მოთხოვნებთან ადაპტაციაში, აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებასა და სტრუქტურირებული ხელმძღვანელობისა და რეფლექსიის გზით თავდაჯერებულობის განმტკიცებაში.
CIMED-ის საქმიანობის ერთ-ერთი საკვანძო მიღწევაა ინტერაქტიული პაციენტის შემთხვევების შემუშავება, კლინიკური მსჯელობისათვის. ეს შემთხვევები აგებულია რეალური პაციენტების სცენარებზე და სტუდენტებს ეტაპობრივად აცნობს სამედიცინო პრობლემების გადაჭრის სრულ პროცესს: ანამნეზის აღება, ფიზიკური გამოკვლევა, დიფერენციალური დიაგნოზი, პროგნოზი, ჩარევის დაგეგმვა და რეფლექსიური სწავლება.
ეს მოდელები საბაზისო და კლინიკური საფეხურის ლექტორების მიერ ერთობლივადაა შემუშავებული:
საბაზისო საფეხურის ლექტორები ქმნიან ინტეგრირებულ კითხვარს, რომელიც მოიცავს ძირითად პათოფიზიოლოგიას და სამეცნიერო მექანიზმებს. ამ მიდგომით, CIMED-ი აძლიერებს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე კრიტიკულ კომპეტენციას: კლინიკურ მსჯელობას;
კლინიკური საფეხურის ლექტორები შეიმუშავებენ რეალური შემთხვევების სცენარებს და კონტექსტს.
CIMED-ი, ასევე აძლიერებს თსა-ში თანამედროვე სასწავლო ტექნოლოგიების გამოყენებას, მათ შორის ვირტუალური ანატომიური მაგიდა (Anatomage), რომელიც მოიცავს პაციენტთა შემთხვევების დიდ ბიბლიოთეკას. აკადემიის გრძელვადიანი მიზანია თსა-ს მიერ შემუშავებული პაციენტის შემთხვევების ბიბლიოთეკის შექმნა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება სხვადასხვა სემესტრსა და კლინიკურ დისციპლინებში სწავლებისთვის.
CIMED-ი წარმოადგენს აკადემიურო პერსონალის ურთიერთთანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების პლატფორმას. ცენტრის მიერ წამოწყებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინოვაციას წარმოადგენს კლინიკური და საბაზისო მეცნიერებების ლექტორების ინტეგრაცია საერთო სწავლების ფორმატებში. ეს მოდელი ხელს უწყობს გუნდურ მუშაობას, აუმჯობესებს კურსების თანხვედრას და აძლიერებს სასწავლო გეგმის თანმიმდევრულობას.
CIMED-ი აძლიერებს თსა-ში სასწავლო გარემოს, რაც უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის უფრო თანამედროვე და პრაქტიკაზე ორიენტირებულ სამედიცინო განათლებას. ეს სტუდენტებს ეხმარება:
მნიშვნელოვანია, რომ CIMED-ი ხელს უწყობს სამედიცინო განათლების ფილოსოფიას, რომელიც სცილდება მხოლოდ ბიოლოგიურ დიაგნოზს და გადადის ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე, ამზადებს მომავალ ექიმებს პაციენტების ჰოლისტური და ადამიანზე ორიენტირებული მეთოდით.
CIMED-ი მხარს უჭერს თსა-ს გრძელვადიან აკადემიურ სტრატეგიას - მოამზადოს ექიმები, რომლებიც არა მხოლოდ წარმატებული კურსდამთავრებულები, არამედ საქართველოს ჯანდაცვის მომავალი ლიდერებიც იქნებიან. ეს მოიცავს პირველადი ჯანდაცვისა და საოჯახო მედიცინის შესაძლებლობების გაფართოებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის განათლების გაძლიერებას და მდგრადი სასწავლო გეგმის განახლების სისტემის შექმნას, რომელიც მუდმივად ვითარდება გლობალური სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად.
CIMED-ის ხედვაა, შექმნას სასწავლო გეგმის მოდელი, რომელიც ავითარებს ინოვაციებს, სადაც ლექტორებსა და სტუდენტებს ერთობლივად შეაქვთ წვლილი მუდმივ განვითარებაში. სამომავლოდ, უფროსკურსელებს, ასევე, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ახალი პაციენტების შემთხვევების შემუშავებაში, რეალურ კლინიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით, რაც შექმნის სასწავლო ციკლს, სადაც სტუდენტები აქტიურ პარტნიორებად იქცევიან თსა-ში სამედიცინო განათლების ჩამოყალიბებაში.