საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა

კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი

პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ინოვაციურ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ხარისხის სამედიცინო განათლებას ყველა დონეზე. აკადემია ახორციელებს აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებს წამყვან აფილირებულ კლინიკებთან თანამშრომლობით. ეს უზრუნველყოფს, რომ სტუდენტებმა პირველივე სასწავლო წლიდან მიიღონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე, პრაქტიკული კლინიკური გამოცდილება რეალურ გარემოში.

თსა-ს სასწავლო გარემო შექმნილია აკადემიური წარმატების, ინოვაციისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით. სტუდენტები სარგებლობენ კარგად აღჭურვილი სასწავლო სივრცეებით, კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრის ინფრაქტრუქტურით, მონაწილეობენ კვლევით და აკადემიურ პროცესებში. ეს ინტეგრირებული მიდგომა ამზადებს კურსდამთავრებულებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და დღევანდელ განვითარებად ჯანდაცვის სისტემაში წარმატების მისაღწევად.

7
სასწავლო ოთახი
სიმულირებული კლინიკური სივრცე
OSCE
კლინიკური გამოცდა
სტრუქტურირებული შეფასება
OSPE
პრაქტიკული გამოცდა
ფიზიკალური გამოკვლევა
I
პირველი კურსიდან
უნარების სწავლება ადრე იწყება

პრაქტიკაზე ორიენტირებული კლინიკური სწავლება

თსა-ში ფუნქციონირებს თანამედროვე სამედიცინო განათლების სტანდარტებზე მორგებული, უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრი. ცენტრში ხორციელდება ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამების - ქართულენოვანი სამკურნალო საქმე და ინგლისურენოვანი მედიცინა, პრაქტიკული უნარების სწავლება სიმულირებულ გარემოში კლინიკური კომპეტენციების მისაღწევად. ეს უნარები მოიცავს პრაქტიკულ პროცედურებს, კომუნიკაციურ უნარ-ჩვევებს, პაციენტის ფიზიკალურ გასინჯვას როგორც სწავლების საწყის ეტაპზე (შინაგან სნეულებათა დიაგნოსტიკის ფარგლებში), ასევე სხვადასხვა კლინიკური დისციპლინების (შინაგანი სნეულებანი, ქირურგია, პედიატრია, მეანობა/გინეკოლოგია) ჭრილში.

ცენტრი აღჭურვილია სხვადასხვა ფუნქციონალური დატვირთვის მქონე მანეკენებით, მოდელებით, მულაჟებით და სიმულატორებით ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურების განსახორციელებლად საჭირო ერთჯერადი მასალით და პაციენტის ფიზიკალური გამოკვლევისათვის საჭირო სამედიცინო იარაღებით.

ცენტრში არსებობს სიმულირებული პალატები, რომელიც იზოლირებულია სადამკვირვებლო ოთახისგან ნახევრადგამჭვირვალე მინით.

ცენტრი აღჭურვილია კამერებით, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს სტუდენტთა მიმდინარე და გამოცდის პერიოდის აქტივობების ჩაწერა და მათზე დისტანციურად დაკვირვება, შემდეგ მათი განხილვა და უკუკავშირის განხორციელება. სტუდენტებს საშუალება აქვთ სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში დამოუკიდებლად იმუშაონ მანეკენებთან და სტანდარტულ პაციენტთან კლინიკური უნარების სრულყოფის მიზნით.

ცენტრში კლინიკური უნარების სწავლება იწყება სწავლების პირველი წლიდან და გრძელდება კლინიკური დისციპლინებს სწავლების ეტაპზეც.

დანერგილია და განვითარების პროცესშია როგორც სწავლების, ასევე შეფასების თანამედროვე მეთოდები/ფორმატები: SP(სტანდარტიზებული/ სიმულაციური პაციენტის ინსტიტუტი), არსებობს და ვითარდება რეალური პაციენტების ბაზა, ხორციელდება კლინიკური კომპეტენციების შესაფასებელი გამოცდები OSPE (Objective Structured Practical Exam-სწავლების საბაზისო ეტაპზე) და OSCE (Objective Structured Clinical Exam) ფორმატში.

ცენტრთან არსებობს ანატომიური თეატრი, სადაც ხდება შინაური ცხოველების შინაგანი ორგანოების გაკვეთა ანატომიის სწავლების მიზნით.

ცენტრის პერსონალი სხვადასხვა დისციპლინების პედაგოგებთან თანამშრომლობს სწავლების პროცესისა და გამოცდების ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად, ორგანიზებას უკეთებს SP და OSCE, OSPE გამოცდების შემფასებლების დატრენინგებას, ახდენს პროგრამის შესაბამისად აღჭურვილობის მუდმივ განახლებას როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კუთხით, აგრეთვე, უზრუნველყოფს ანატომიური თეატრის შეუფერხებლად ფუნქციონირებას.

კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში მოქმედი მოქცევის წესები

სტანდარტული პაციენტი

SP სიმულაცია კომუნიკაციისა და კლინიკური სცენარებისთვის.

მაღალი სიზუსტის მანეკენები

რეანიმაციის, ტრავმისა და პაციენტის მოვლის მოდელები.

ჩაწერილი პრაქტიკა

ვიდეოთვალიერება და უკუკავშირი სტუდენტის შესრულებაზე.

ანატომიური თეატრი

გაკვეთის სივრცე ანატომიის სწავლების მხარდასაჭერად.

სიმულირებული სასწავლო სივრცეები

თითოეული ოთახი აღჭურვილია კონკრეტული პროცედურების, გამოკვლევებისა და სტუდენტის დამოუკიდებელი პრაქტიკისთვის.

ოთახი 101 - გადაუდებელი დახმარების სიმულირებული სივრცე ოთახი 1

ოთახი 101 - გადაუდებელი დახმარების სიმულირებული სივრცე

მოზრდილი პაციენტის რეანიმაციის და ACLS-ის მანეკენი შესაძლებელია: გულ-ფილტვის რეანიმაცია, დეფიბრილაცია, ენდოტრაქეული ინტუბაცია, ხელოვნური ვენტილაცია, სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, ინტრავენური მიდგომები. მანეკენს შეუძლია განასახიეროს სხვადასხვა სიმპტომები, იმართება სპეციალური პროგრამით და შესაძლებელია კლინიკური სცენარის განვითარების ტრენდის დაწერა.

ოთახი 102 - სადამკვირვებლო ოთახი ოთახი 2

ოთახი 102 - სადამკვირვებლო ოთახი

შესაძლებელია დაკვირვება სასწავლო/საგამოცდო პროცესზე ნახევრადხედვადი მინის გამოყენებით. აღნიშნულ ოთახში ERASMUS+ პროექტ SAFEMED+-ის ფარგლებში დამონტაჟდება ვიდეო/აუდიო დაკვირვების და მართვის აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო და OSCE გამოცდების მიმდინარეობის კონტროლი და დებრიფინგი.

ოთახი 103 - პაციენტის მოვლის სიმულირებული სივრცე ოთახი 3

ოთახი 103 - პაციენტის მოვლის სიმულირებული სივრცე

მოზრდილი პაციენტის მოვლის მანეკენი შესაძლებელია: შარდის ბუშტის კათეტერიზაცია, ნაზოგასტრული ზონდირება, ინტრავენური მიდგომები, წამლის პარენტერული შეყვანა, სტომის მოვლა და ზოგადი ჰიგიენური პროცედურების შესრულება.

ოთახი 104 - სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის სივრცე ოთახი 4

ოთახი 104 - სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის სივრცე

გულ-ფილტვის აუსკულტაციის მანეკენი, ინტრავენური პროცედურების პადები. ზოგადად ოთახში შესაძლებელია სტუდენტებს მოვუწყოთ ნებისმიერი პროცედურის შესაბამისი მანეკენები და სამედიცინო ინვენტარი დამოუკიდებელი ვარჯიშისთვის.

ოთახი 105 - ტრავმის მენეჯმენტის სიმულირებული სივრცე ოთახი 5

ოთახი 105 - ტრავმის მენეჯმენტის სიმულირებული სივრცე

ტრავმის მანეკენი სპეციალური ტრავმის ნაკრებით: მოტეხილობები, დამწვრობები, ევენტერაცია, კიდურის ამპუტაცია, არტერიული და ვენური სისხლდენის ნაკრები. შესაძლებელია: სისხლდენის სრული მენეჯმენტი, მოტეხილობის მართვა და იმობილიზაცია, დამწვრობის მართვა, პაციენტის ტრანსპორტირება. ჭრილობის ქირურგიული დამუშავების და დახურვის ტრენირებისთვის საჭირო სპეციალური პადები და ყველანაირი ბაზისური ქირურგიული იარაღი, საკერავი ძაფები და სხვ. აქვეა განთავსებული მანეკენი ენდოტრაქეული ინტუბაციისთვის, ასევე სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის შესასწავლი მანეკენები, რომლებზეც შესაძლებელია გულ-ფილტვის რეანიმაციის და ავტომატური გარეგანი დეფიბრილაციის შესწავლა.

ოთახი 106 - პირველადი დახმარების ოთახი (აკადემიის თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის) ოთახი 6

ოთახი 106 - პირველადი დახმარების ოთახი (აკადემიის თანამშრომლებისთვის და სტუდენტებისთვის)

აკადემიის სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის მოწყობილია პირველადი დახმარების პუნქტი, სადაც შესაძლებელია თანამედროვე სტანდარტებით პირველადი დახმარების გაწევა დაზარალებულისთვის სასწრაფო დახმარების მოსვლამდე

ოთახი 109 - პაციენტის გასინჯვის და გამოკვლევის ოთახი ოთახი 7

ოთახი 109 - პაციენტის გასინჯვის და გამოკვლევის ოთახი

მანეკენები მუცლის გასინჯვისთვის, თვალის და ყურის გამოკვლევისთვის, გინეკოლოგიური და სამეანო გამოკვლევისთვის. ასევე შესაძლებელია სტანდარტულ პაციენტების არაინვაზიური გასინჯვა და მათთან კომუნიკაცია. სტანდარტული პაციენტი არის მსახიობი, რომელიც დატრენინგებულია ითამაშოს ავადმყოფის როლი სპეციალურად გაწერილი კლინიკური სცენარის მიხედვით.