ინსტიტუციური კულტურა

მრავალფეროვნება, თანასწორობა, ინკლუზია

გლობალური საზოგადოება
თითქმის 50 ქვეყანა
700+ საერთაშორისო სტუდენტი
450-მდე ქართველი სტუდენტი

საქართველოს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში მდებარე თბილისის სამედიცინო აკადემია (თსა), საგანმანათლებლო პროგრამებს 1992 წლიდან ახორციელებს. მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, მდიდარი კულტურული იდენტობით, ჯანდაცვისა და განათლების სწრაფად განვითარებადი სექტორით, თბილისი მდებარეობს აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ აზიის გზაჯვარედინზე.

ჩვენთან სტუდენტები იღებენ მაღალი ხარისხის აკადემიურ განათლებას, გადიან ადრეულ კლინიკურ პრაქტიკას და სწავლობენ საერთაშორისო გარემოში. ეს კი მათ ხელს უწყობს, წარმატებით განაგრძონ სამედიცინო კარიერა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

მრავალფეროვნება

თანასწორობა

ინკლუზია

თბილისის სამედიცინო აკადემიაში მრავალფეროვნება, ინკლუზიურობა და თანასწორობა ის ღირებულებებია, რომლებიც ასახულია ჩვენს მისიასა და ინსტიტუციურ კულტურაში. ჩვენთან, სტუდენტზე ორიენტირებული გარემო ეფუძნება საგანმანათლებლო მიდგომას, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს სტუდენტების საჭიროებებს, ინტერესებსა და შესაძლებლობებს; ამასთანავე აქტიურად ეხმარება მათ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში თანამონაწილეობას. ამას ამყარებს ის ფაქტი, რომ სტუდენტები მათ თანატოლებს წარმოადგენენ აკადემიის ძირითად მმართველ რგოლებში - კერძოდ, კურიკულუმის კომიტეტსა და მრჩეველთა საბჭოში.

ჩვენ ვქმნით საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას და სივრცეებს, რომლებიც იზიდავს და მხარს უჭერს კულტურულ მრავალფეროვნებას. ისინი ბუნებივად განაგრძობენ განვითარებას სტუდენტების ინიციატივისა და ლიდერობის მეშვეობით. დღეს აკადემია უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას თითქმის 50 ქვეყნის სტუდენტებისთვის, მათ შორის 700-ზე მეტი საერთაშორისო და 450-მდე ქართველი სტუდენტისთვის. ეს კი აკადემიას აქცევს მრავალი კულტურის გამაერთიანებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად საქართველოში.

თსა-ში შექმნილი ინკლუზიური გარემო ეფუძნება თანაბარი შესაძლებლობების, მრავალფეროვნების პატივისცემისა და დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს. ეს მოიცავს როგორც ხელმისაწვდომ ინფრასტრუქტურას, ასევე მოქნილ, სტუდენტზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც აღიარებს სხვადასხვა სასწავლო საჭიროებებსა და შესაძლებლობებს.

ამ მისიის მხარდასაჭერად, თსა-ს ინსტიტუციური კულტურის განვითარების დეპარტამენტი საკვანძო როლს ასრულებს აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური ფასეულობებისა და სოციალური პასუხისმგებლობის პოპულარიზაციაში. იგი უზრუნველყოფს ეთიკის კოდექსის დაცვას და თსა-ს აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე სტუდენტების მონაწილეობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.

დეპარტამენტი ეხმარება სტუდენტებს კულტურული ცნობიერების, პროფესიული კომპეტენციებისა და კარიერულ განვითარებაში. ამავდროულად, იგი ხელს უწყობს სამედიცინო ემპათიის გაძლიერებას და იმის გააზრებას, რომ მედიცინა არის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ეფუძნება მსახურებას, პასუხისმგებლობასა და საზოგადოებაზე ზრუნვას.