აქტივობები — სავალდებულო ყველა პედაგოგისათვის
ტრენინგი — სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიის ძირითადი პრინციპები
- შედეგზე/კომპეტენციაზე ორიენტირებული სამედიცინო განათლება;
- განათლების ძირითადი FAIR პრინციპი (F-უკუკავშირი, A. აქტივობა, I-ინდივიდუალიზაცია, R რელევანტურობა);
- აქტიური სწავლების მეთოდები;
- შეფასება სამედიცინო განათლებაში;
- სილაბუსის სტრუქტურა და სილაბუსის როლი სასწავლო პროცესში;
- უკუკავშირი სამედიცინო განათლებაში;
- ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებაში;
- ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდაჭერის სტრატეგიები და პოზიტიური აკადემიური გარემოს შექმნა.
ტრენინგის შემდეგ პედაგოგების ასრულებენ ტრენინგის შემდგომ დავალებას.
ტრენინგები — სამეცნიერო კვლევითი უნარების განვითარებისათვის
- აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპები;
- სამეცნიერო კომუნიკაციის ძირითადი პრინციპები, სამეცნიერო პროფილის ორგანიზება;
- საპროექტო განაცხადის მომზადება;
- ეფექტური სამეცნიერო ხელმძღვანელობის ძირითადი პრინციპები.
Peer Coaching — კოლეგების ურთიერთმხარდაჭერა
აკადემიური პერსონალის ერთი ან ორი წევრი აკვირდება მეორის პედაგოგიურ საქმიანობას რეალურ საგანმანათლებლო გარემოში და წინასწარ შეთანხმებული მიზნების შესაბამისად სთავაზობს კონსტრუქციულ და რეფლექსიაზე დაფუძნებულ უკუკავშირს. აღნიშნული პროცესი არ ატარებს განსჯად ხასიათს და სრულად მიმართულია პედაგოგის პროფესიული განვითარებისაკენ.
აქტივობები — სავალდებულო პედაგოგების გარკვეული სამიზნე ჯგუფებისათვის
- ტრენინგები — სწავლა/სწავლების შეფასების მეთოდები (პორტფოლიო, OSCE, OSPE. SOE, MCQ, WPBA -MiniCEX, CbD, DOPS, CBCR, TBL, Flipped Classroom);
- სიმულაციური სწავლება.
სამუშაო შეხვედრები — reflective sessions
- საგანმანათლებლო პროგრამის გაცნობის, სასწავლო კურსებს შორის ინტეგრაციის და ინტეგრირებულ ქეისებსა და დავალებებზე მუშაობის მიზნით;
- საერთაშორისო კონფერენციებზე მიღებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით (Lessens learned);
- სამედიცინო განათლებაში არსებული სიახლეების გაცნობის მიზნით (Journal Club);
- მეთოდური რეკომენდაციების გაცნობის და გაზიარების მიზნით;
- პედაგოგიური საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით;
- კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამანეთთან და შესაბამისი კომპეტენციის პირებთან ერთად, თვითანალიზის საფუძველზე, რბილი უნარებისა და კვლევის უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით.
