CIMED-ის ხელმძღვანელები, საერთაშორისო ექსპერტები და თსა-ს გამოცდილი აკადემიური პერსონალი.
ფაკულტეტის განვითარებაზე დაბრუნება
ჩარჩოთი გათვალისწინებული კომპეტენციების მიღწევის მიზნით, დეპარტამენტი აკადემიის სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სახის აქტივობას, მათ შორის: ტრენინგებს, ვორქშოფებს, სამუშაო და რეფლექსიურ შეხვედრებს. აღნიშნულ აქტივობებს უძღვებიან:
საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების დეპარტამენტის (CIMED) ხელმძღვანელები — საერთაშორისო ექსპერტები სამედიცინო განათლების მიმართულებით;
ბილატერალური თანამშრომლობის და Erasmus Staff mobility ფარგლებში მოწვეული უცხოელი ექსპერტები სამედიცინო განათლების სფეროში;
თსა-ს აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, რომელთაც აქვთ სწავლების და კვლევის მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი აქვთ საერთაშორისო ტრენინგ-კურსები სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში.