ფაკულტეტის განვითარება

პროექტი VITAL

Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროექტი. თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია.

ფაკულტეტის განვითარებაზე დაბრუნება

VITAL — Erasmus+ Virtual Exchange

პროექტი VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence (GA: 101253516) წარმოადგენს სტრატეგიულ შესაძლებლობების განვითარების საერთაშორისო ინიციატივას, რომელიც დაფინანსებულია Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის გრანტით. პროექტში თსა მონაწილეობს როგორც პარტნიორი ორგანიზაცია და მისი განხორციელება და კოორდინაცია აკადემიის მხრიდან უზრუნველყოფილია თსა-ს ფაკულტეტის განვითარების დეპარტამენტისა და სამეცნიერო-კვლევითი და დოქტორანტურის დეპარტამენტის ფასილიტაციით.

VITAL-ის მიზანია საქართველოში და უკრაინაში ადრეული კარიერული ეტაპის აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების გაძლიერება შემდეგი ოთხი ძირითადი მიმართულებით:

  • კარიერული განვითარების მხარდაჭერა რბილი უნარებისა (soft skills) და აკადემიური ლიდერობის ტრენინგების საშუალებით;
  • ციფრული კომპეტენციების გაუმჯობესება ინოვაციური და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენებით;
  • კვლევითი პოტენციალის გაძლიერება მენტორობის პროგრამების, მეთოდოლოგიური ვორქშოფებისა და თანაავტორობის შესაძლებლობების გზით;
  • ევროპული ღირებულებების ხელშეწყობა ინკლუზიური ლიდერობისა და ინსტიტუციური პოლიტიკის გაუმჯობესების გზით.

პროექტის კოორდინატორია სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი, ესპანეთი. VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ინივერსიტეტებს ესპანეთიდან (სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი), იტალიიდან (INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია), უკრაინიდან (უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი, ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი) და საქართველოდან (პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, ბიზნესისა და ტექნოლოგიების ინივერსიტეტი).

https://vital-veproject.eu

VITAL პროექტის ოფიციალური დაწყება (თებერვალი 2026)

2026 წლის 23–26 თებერვალს თბილისის სამედიცინო აკადემიამ პროექტის „VITAL – Virtual Innovation and Training for Advancing Faculty Leaders, Digital Competencies, and Research Excellence“ ოფიციალურ გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა. აღნიშნული ინიციატივა Erasmus+ ვირტუალური მობილობის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული საგრანტო პროექტია, რომელსაც კოორდინაციას უწევს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი). თსა-ში გამართული ოთხდღიანი შეხვედრა, მიეძღვნა ამ სამწლიანი პროექტის ოფიციალურ დაწყებას, რაც თავის მხრივ ქმნის საფუძველს პროექტის კოორდინირებული სტარტისთვის და ხელს უწყობს მის წარმატებულ განხორციელებას.

პროექტი VITAL ხორციელდება საერთაშორისო კონსორციუმის მიერ, რომელიც აერთიანებს პარტნიორ ორგანიზაციებს ოთხი ქვეყნიდან:

  • ესპანეთი: სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი
  • იტალია: INFOR ელეა სმარტ ბიზნეს აკადემია
  • უკრაინა: უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სურსათის ბიოტექნოლოგიისა და გენომიკის ინსტიტუტი
  • უკრაინა: ტერნოპოლის ეროვნული სამედიცინო უნივერსიტეტი
  • საქართველო: პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია
  • საქართველო: ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი

პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა და კარიერის საწყის ეტაპზე მყოფი ფაკულტეტის წარმომადგენლების მენტორობა და გაძლიერება შემდეგ მიმართულებებში:

  • აკადემიური ლიდერობა
  • ციფრული პედაგოგიკა
  • კვლევითი კომპეტენციები

https://vital-veproject.eu/eu-funded-vital-project-launched-at-btu/

VITAL პროექტის მონაწილეები თბილისის სამედიცინო აკადემიაში
VITAL-ის გახსნა, თებერვალი 2026