პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია 2012 წლიდან წარმატებით ახორციელებს ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამას მედიცინა. პროგრამა ექვსწლიანია, მოიცავს 360 კრედიტს და ეფუძნება ECTS, WFME და CanMED სტანდარტებს.
პროგრამა მიზნად ისახავს დიპლომირებული მედიკოსების მომზადებას მტკიცებულებაზე დაფუძნებული ცოდნით, კომუნიკაციური, კლინიკური, კვლევითი, სოციალური და თვითანალიზის უნარებითა და მაღალი ეთიკური ღირებულებებით.
| პროგრამა | ხანგრძლივობა | მოცულობა | სწავლების ენა | კვალიფიკაცია | საფასური | მისაღები კონტინგენტი |
|---|---|---|---|---|---|---|
| ინგლისურენოვანი მედიცინა | 6 წელი | 360 კრედიტი | ინგლისური | დიპლომირებული მედიკოსი | 10 000 ლარი | 45 |
| ქართული ენა და ლიტერატურა | ინგლისური ენა | ბიოლოგია | მათემატიკა | ფიზიკა | ქიმია |
|---|---|---|---|---|---|
| 50% | 75% | 65% | 50% | 50% | 55% |
თსა ავითარებს სტუდენტზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, რომელიც პასუხობს თანამედროვე ჯანდაცვის გამოწვევებსა და ახალ ტექნოლოგიებს. სტუდენტები პირველივე ეტაპებიდან ერთვებიან კლინიკური შემთხვევების, რეალური და სიმულაციური პაციენტების განხილვაში.
სტუდენტთა მოტივაციისა და მაღალი აკადემიური მოსწრების წასახალისებლად თსა-ში მოქმედებს დაფინანსების მოქნილი მოდელი. ყველა ჩარიცხული სტუდენტი პირველ აკადემიურ წელს სწავლობს სრული დაფინანსებით.
თსა-ს სტუდენტებს პირველივე კურსიდან შეუძლიათ სემესტრულ, ბილატერალურ, მოკლევადიან და კლინიკურ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა აკადემიის სტიპენდიით 21 ქვეყნის 33-ზე მეტ პარტნიორ უნივერსიტეტში.
პარტნიორთა ქსელი მოიცავს უნივერსიტეტებს იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, უკრაინაში, ლიეტუვაში, ჩეხეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ბულგარეთში, თურქეთში, ეგვიპტეში, სომხეთში, რუმინეთში, უზბეკეთში, ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ტაჯიკეთში, ყაზახეთში, პაკისტანში, საფრანგეთში, კენიასა და ხორვატიაში.
თსა როგორც სტუდენტზე ორიენტირებული ინსტიტუცია უზრუნველყოფს აკადემიური, ფსიქოლოგიური და კარიერული მხარდაჭერის სერვისებს.
რეგისტრაციის დროს აბიტურიენტმა სავალდებულო დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს სემესტრის საფასურის ნახევრის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.
| 100% გრანტი | 70% გრანტი | 50% გრანტი | გრანტის გარეშე |
|---|---|---|---|
| 500 | 837.5 | 1062.5 | 1625 |
ცხრილში მოცემული თანხები ითვალისწინებს სახელმწიფო გრანტის 50%-იან თანადაფინანსებას, რომელსაც თსა უფინანსებს გრანტის მქონე სტუდენტებს.